iPhone OS 4-ში დაემატება ფაილების გაცვლა

iPhone OS 4-ის ახალ ბეტა ვერსიაში დაემატა მთელი რიგი სიახლეები.

მაგალითად, როგორც გვატყობინებენ გაჩნდა ახალი თავისებურებები მარავალამოცანიანობის რეჟიმში. კიდევ ერთი სიახლე — გამოსახულების სავალდებულო ფიქსაციის ღილაკი.

კიდევ ერთი სიახლე, რომლის შესახებაც გაცხადდა პრეზენტაციაზე გახლავთ API-ის იმ გამოძახებებთან წვდომა, რომელიც ეხება ვიდეოკამერას. ახალ ვერსიაში მხარდაჭერილი იქნება 720p, რაც უდაოდ გასახარებელი ფაქტია.

BoyGeniusReport-ის ინფორმაციით, კიდევ ერთი თავისებურება გახდა ფაილების გაცვლის შესაძლებლობა აიფონსა და კომპიუტერს შორის iTunes-ის საშუალებით. ალბათ ეს შესაძლებლობა უფრო მეტად იქნება ნაჩვენები ივნისის კონფერენციაზე.