iPhone-ს იაპონიაში 3G-ოპერატორი გაყიდის

კომპანია SoftBank Mobile Corp–მა განაცხადა, რომ იაპონიაში iPhone–ის ოფიციალური პროვაიდერი გახდება. სხვა ბოლოდროინდელი პროვაიდერების ანონსების ანალოგიურად, SoftBank–ის განაცხადში არ არის მითითებული გაყიდვების ზუსტი თრიღი, მხოლოდ აღნიშნულია, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება.

SoftBank–ის ანონსში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კომპანიას არ გააჩნია 2G–ქსელი, იგი მომსახურებას მხოლოდ მესამე თობის ქსელით ეწევა, რაც თვის მხრივ შეიძლება იმის ოფიციალურ დადასტურებად ჩაითვალოს, რომ iPhone–ის ახალი მოდელი 3G ქსელის მხარდაჭერით იქნება.

ადრე ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა იაპონურ ოპერატორთან DoCoMo–სთან, თუმცა დღევანდელი ანონსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ DoCoMo–მ საერთო ენა ვერ იპოვა ამერიკულ კომპანიასთან. სავსებით შესაძლებელია, რომ იაპონიაში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში (მაგ. იტალიაში და ინდოეთში), iPhone–ის შეძენა რამდენიმე ოპერატორთან იქნება შესაძლებელი.

ანალიტიკოსების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ iPhone 3G წარმოდგენილი იქნება მომავალ კვირას Apple–ის WWDC კონფერენციაზე.

წყარო: SoftBank Mobile Corp