iPhone SDK ჩამოტვირთეს 100 ათასჯერ

Apple-მა განაცხადა იმის შესახებ, რომ პირველი ოთხი დღის განმავლობაში iPhone SDK ჩამოიტვირთა 100 ათასჯერ.

„პროგრამისტების რეაქცია iPhone SDK-ს გამოსვლაზე ფანტასტიურია: ოთხ დღეში 100 ათასი ჩამოტვირთვა, — გვამცნო Apple-ის პროდუქტების საერთაშორისო მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა (Philip Schiller). — მილიონამდე მომხმარებელმა ნახა პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს პროგრამისტების არნახულ ინტერესს “.

წყარო: Apple