iPod/iPhone-ის ვიდეო-კონვერტორების მიკრო მიმოხილვა

VideoMonkey

მწარმოებელი: VideoMonkey

მიმდინარე ვერსია: 0.6

ფასი: უფასო

ვიდეო-კონვერტორის VisualHub არსებობის შეწყვეტის შემდეგ, მაკზე ნადვილი დეფიციტი იგრძნობა კარგი და ამავდროულად უფასო კონვერტორებისა. საბედნიეროდ გაჩნდა ახალი რედაქტორი, VideoMonkey. ინტუიტიური ინტერფეისი, სტაბილური მუშაობა და ფუნქციების არცთუისე ცუდი ნაკრები. საკმარისია ადრეული ვერსიისათვის.

ახლა VideoMonkey-ს შეუძლია ვიდეოს კონვერტაცია iPod-ის, iPod Toch-ის, iPhone-ისა და Apple TV-ისათვის. კოდირების ხარისხის ზუსტი მორგება არ არსებობს. არიც მხოლოდ ერთი ცოცია, რომელიც პასუხისმგებელია ნაკადის ბიტრეიტზე, ამავდროულად ის კორელირდება ხმის ხარისხთან. ცოციას გადაადგილებით ნათელი ხდება გამომავალი ფაილის ზომა. მხარდაჭერილია ფაილებზე ჯგუფური მუშაობა.

HandBrake

მწარმოებელიHandBrake Project

მიმდიანრე ვერსია: 0.9.4

ფასი: უფასო

თუ VideoMonkey – ინტუიტიური პროგრამის მაგალითია, HandBrake — გადატვირთული ინტერფეისითა და გაუგებარი პარამეტრებით გამორჩევა.

გარდა ძირითადი პოპულარული ფორმატებისა, მას შეუძლია ვიდეოს კონვერტაცია DVD-წყაროდან (Video_TS საქაღალდეები, იმიფ-ფაილები), ამავდროულად ვიდეოსა და ხმის მორგების პარამეტრების ფართო არჩევანია. ფაილის მომზადებისას შესაძლებელია სუბტიტრების დამატება.

HandBrake – შესანიშნავი პროგრამაა გათვიცნობიერებული მომხმარებლებისათვის, მაგრამ მის მრავალრიცხოვან პარამეტრებში დაკარგვა ძნელი არ არის.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც უნდა ავღნიშნოთ ეს არის… QuickTime X. საკმარისია მასში გავხსნათ საჭირო ფაილი, შემდეგ დავაჭიროთ ღილაკზე Save As… გამოსულ დიალოგურ სარკმელში შეგიძლიათ აირჩიოთ საჭირო მოწყობილობა (iPod, iPhone, Apple TV).