iPod touch შესაძლოა დეფიციტად იქცეს

ციფრული ფლეერის iPod touch–ის ზოგიერთი მოდელის მარაგი იწურება. ამის შესაძლო მიზეზად სპეციალისტები 3G iPhone–ზე ფასების $199–მდე შემცირებას ასახელებენ. უკვე დღეს, ქსელში შეკვეთის შემთხვევაში 8–გიგაბაიტიანი iPod touch–ის მოწოდება 1-2 დღეს აგვიანებს, ხოლო ზოგიერთი ინტერნეტ–მაღაზია 16-გიგაბაიტიან მოდელებს აღარ ყიდის.

8–გიგაბაიტიანი ფლეერების დეფიციტის მიზეზი, შესაძლოა სასწავლო დაწესებულებებში Apple–ის მიერ ჩატარებული პრომო–აქცია იყოს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ Apple–მა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს iPod touch–ს და მისი ფასი შეამციროს. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად iPod–ის გაყიდვების ყოველწლიური 2%–იანი ზრდისა, ამა წლის ივნისში გაყიდვების მოცულობის შემცირება შეიმჩნეოდა.

მეორე კვარტალში ფლეერების გაყიდვებმა 9,5 მილიონ ერთეულს მიაღწია.