დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ სარეკლამო სააგენტო ChiatDay და სტივ ჯობსი თუ ძმები არა, ძალიან ახლო ნათესავები მაინც არიან – ეფლის დამფუძნებელი უკვე ოც წელიწადზე მეტია რაც სარგებლობს ამ კომპანიის მომსახურებით და არც აპირებს რაიმეს შეცვლას. თუმცა რატომ ასე დარწმუნებით? ყველაფერი მარტივია, ამ კომპანიით დაიწყო ყველაფერი. მეტიც, სააგენტო იყო პირველი, რომელმაც დაიჯერა და დაუჯერა თავის პარტნიორს.
ვოზ სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა მუშაობა Apple I-ზე, როდესაც ჯობსი მიხვდა, რომ მათ სჭირდებათ ისეთი ვინმე, ვინც მათ სარეკლამო კამპანიას წაიყვანს. არჩევანი გაკეთდა სააგენტოზე Regis McKenna-ზე.
80-აინი წლების დასაწყისში სააგენტომ ChiatDay ყურადღება მიაქცია სილიკონის ველს, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა და რომელშიც უკვე „ფუთფუთებდა“ Regis McKenna. მიხვდნენ რა, რომ ვერ მოუგებდნენ Regis McKenna-ს, უბრალოდ… იყიდეს თავიდან ბოლომდე და თან მიიღეს ყველა უკვე გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის Apple-თანაც.
ChiatDay-მ Regis McKenna იყიდა 1981 წლის 21 თებერვალს.