როდესაც ეფლის პირველმა პრეზიდენტმა მაიკლ „სკოტი“ სკოტმა დაკარგა სამუშაო ადგილი აწ უკვე ცნობილი „შავი ხუთშაბათის“ დროს, მისი მოვალეობა დროებით იტვირთა მაიკ მარკულამ. მას ეს არ უნდოდა ნადვილად, ამიტომ კუპერტინოში სასწრაფოდ დაიწყეს ახალი პრეზიდენტი მოძიება.
პირველი კანდიდატი გახლდათ IBM-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი, მაგრამ მოლაპარაკება ვერ წარიმართა და შემდეგი კანდიდატი აღმოჩნდა ჯონ სკალი.
ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ აიყვანეს სამსახურში სკალი, ძალიან ბევრია, დაწყებული სტივის ცნობილი ფრაზიდან გაზიანი წყლის გაყიდვის შესახებ და მაკის ეკრანებზე მოხტუნავე პეპსის საცობებით დამთავრებული. მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი არგუმენტი გახდა შემოტავაზებული ხელაფსის ოდენობა: მილიონი დოლარი ტანხმობაზე, მილიონი დოლარი ხელფასი წლიურად, 350 ათასი აქცია და იმდენი პეპსი, რამდენსაც მოერეოდა.
ოფიციალურად ჯონ სკალი თანამდებობაზე დაინიშნა 1983 წლის 8 აპრილს.