iTunes-ი აღარ გაყიდის NBC-ის შოუს

Apple-მა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს NBC-ის მიერ წარმოებული შოუს გაყიდვა თავის ინტერნეტ-მაღაზიაში. შეგახსნებთ, რამოდენიმე დღის წინ New York Times-მა შეგვატყობინა, რომ NBC-ი არ აპირებდა ხელშეკრულების გაგრძელებას თავისი პროდუქციის რეალიზაციაზე iTunes-ში.

Apple-ის განცხადებით, ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელებას ხელი შუშალა NBC-ის სურვილმა ფასის მომატებაზე $1,99-დან $4,99-მე ყოველი ეპიზოდისათვის. სხვა მწარმოებლების, ABC, CBS, FOX და სხვების პროდუქცია, გაიყიდება იგივე ფასებში. Apple-ის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ NBC-ის სამი ტელეშოუ iTunes-ის გაყიდვების სამეულშია შესული, ხოლო ამ ტელეკომპანიის პროდუქციის წილმა გაყიდვებში შეადგინა 30%.

„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ NBC-ი ტოვებს iTunes, თუმცა ჩვენ ვერ შევურიგდებოდით პროდუქციის ფასის მნიშვნელოვან ზრდას, – აცხადებს Apple-ის ვიცე პრეზიდენტი iTunes-ის საკითხებში ედი კიუ (Eddy Cue). – ჩვენ იმედი გვაქვს, რომ NBC-ი მომავალში შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და iTunes-ის ათეულობით მილიონი მომხმარებელი კვლავ შეძლებს მათი ტელეშოუს ყურებას“.

NBC-ი ტელეშოუს გაყიდვების შეჩერებას გეგმავდა მომავალი წლის დასაწყისში, თუმცა Apple-მა გადაწყვიტა ეს გაეკეთებინა ადრე, სექტემბრიდან, როდესაც იწყება ტელეშოუს ახალი სეზონი.

წყარო: Apple