iTunes-ის ახალი ვიზუალიზატორის ახალი ფერები

OS X Leopard-ის ფინალური ვერსიის მოლოდინში rumor-საიტები აგრძელებენ ახალი ეკრანული სურათების დაგდებას 10.5 სისტემის ბოლო ანაწყობიდან. განსაკუთრებით გამოირჩევა რესურსი MacRumors, რომლეზეც ჯერ კიდევ პარასკევს გამოჩნდა iTunes-ის ვიზუალიზატორის სამი ახალი თემის სურათი:

„Lathe“ („ლატე“) – პულსირებადი ლაქები. მკვეთრად რეაგირებენ დაბალ სიხშირეებზე (განსაკუთრებულად – ბას-კასრის დარტყმებზე).

„Jelly“ („ჟელე“) – სხვადასხვა ფერის შუქების მეყსეული ბრუნვები. სუფთა ფსიქოდელიაა.

„Stix“ („სტიქსი“) – შუქის ზოლი, რომელიც პულსირებს მუსიკის რითმში, ამავდროულად ფერსაც იცვლის. შუში „იატაკზე“, ეკრანის ქვედა ნაწილში ირეკლება შუქის ანარეკლი. რაც გინდა თქვი და ჯედაების ლაზერულ ხმალს ჰგავს.

მათ, ვინც ვერ ითმენს და დაუყოვნებლივ სურს ამ ყველაფრის ნახვა, მივუთითებთ ამ ამ ბმულისაკენ. რაც შეეხება iTunes-ის მორიგი განახლებისა, უნდა მოვიშველიოთ ეკრანული სურათი, რომელიც Apple-ის საიტზე მოვიძიეთ: ხელმისაწვდომ მოწყობილობათა სიაში წარმოდგენილი iPhone-ის ხატულაზე გამოსახულია აკუმულატორის დამუხტვის ნიშანი. iTunes-ის მიმდინარე ვერსიაში ასეთი რამ ზუსტად არ იყო, შესაბამისად, ეს მოხდება შემდეგ განახლებაში.