დღეიდან ვიწყებ ჩემს ბლოგში სასარგებლო რჩევების განთავსებას ეფლის პროდუქციასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც ახალბედებს უჩნდებათ, iTunes-ის ანგარიშის შექმნა გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ აშშ-ს მაცხოვრებლებისათვის ოწუთიანი პერაციაა აღნიშნული ანგარიშის შექმნა, მასში ნებისმიერი ამერიკული პლასტიკური ბარათის დაამატება და სასარგებლო შიგთავსის ყიდვა/გადმოწერა. ჩვენთვის, ვისაც არა აქვს ამერიკული ბარათის ქინის ფუფუნება, ეს პროცესი მცირე ხრიკთანაა დაკავშირებული. არის შესაძლებლობა, რომ ასეთი ანგარიში დარეგისტრირდეს პლასტიკური ბარათის გარეშეც. მართალია თქვენ ვერ შეძლებთ ფასიანი შიგთავსის გადმოწერას (მუსიკა, ფილმები, ფასიანი პროგრამები iPhone-ისთვის), მაგრამ უფასო პროგრამების გადმოწერაში არანარი პრობლემა არ გექნებათ. ხოლო თუ როგორ ვრცელდება ფასიანი პროგრამები საქართველოში, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩემს გარეშე. ;)
მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.
პირველ რიგში დაგვჭირდება საფოსტო ანგარიში. მე უკვე მრავალი წელია GMail-ის მომხმარებელი ვარ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ აღნიშნული საფოსტო სერვისით, დაბეჯიდებით გირჩევთ, ფრიად კარგი რამ არის. ამ მაგალითის საჩვენებლად სპეციალურად გავხსენი ახალი ანგარიში და დავარქვი მას itunes.sample ასე რომ საფოსტო ანგარიში ასეთი სახის გამოვიდა: itunes.sample@gmail.com :
მეორე და მთავარი, რაც დაგვჭირდება, არის თვითონ iTunes-ი, რომლის გადმოწერაც შეგიძლიათ შემდეგი მისამართიდან: http://www.apple.com/itunes/
გადმოტვირთეთ ეს პროგრამა, დააინსტალირეთ და გაუშვით.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ეკრანის ქვედა ნაწილში ქვეყნების ჩამონათვალში მითითებული იყოს United States, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში ღილაკზე ეწეროს Sign In.
ეკრანის მარცხენა მხარეს მოთავსებულ მენუში მოძებნეთ App Store და დააჭირეთ.
ამის მერე თქვენ მოხვდებით iPhone-ის პროგრამების განყოფილებაში. აირჩიეთ პროგრამების ნებისმიერი განყოფილება და შემდეგ ნებისმიერი ერთი უფასო პროგრამა. მაგალითისათვის მე ავირჩიე Skype.
ხედავთ? პროგრამას უწერია, რომ ის არის Free და გვერდით ამ პროგრამის გადმოსაწერი ღილაკი აქვს. დააჭირეთ ამ ღილაკს. გამოვა ახალი დიალოგური სარკმელი, სადაც უნდა აირჩიოთ ახალი ანგარიშის შექმნა. პროგრამას გადავყავართ ახალ ფანჯარაში.
ვაჭერთ ღილაკზე Continue და ვაგრძელებთ.
ვეთანხმებით სალიცენზიო შეხლშეკრულებას და ვაჭერთ ღილაკზე Continue.
ამ ფანჯარაში ყველაფერი უნდა შევავსოთ ნიმუშის მიხედვით. ჩაწერეთ თქვენი ელფოსტის მისამართი, აირჩიეთ პაროლი, შემდეგ კვლავ გაიმეორეთ. აირჩიეთ რაიმე საიდუმლო კითხვა და პასუხი (ეს საჭირო იქნება მაშინ, თუ დაგავიწყდებათ პაროლი). მიუთითეთ თქვენი დაბადების თვე და რიცხვი. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკზე Continue.
აი მივადექით რეგისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. როგორც ხედავთ, საბნაკო ბარათების გარდა არის რადიო ღილაკი None. სწორედ ის უნდა აირჩიოთ. ამის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი მომენტი – ნამდვილი ამერიკული მისამართი. ბევრი რომ არ ვიწვალოთ, გთავაზობთ Apple-ის ცენტრალური ოფისის მისამართს. შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. შეავსეთ ყველაფერი როგორც სურათზეა ნაჩვენები და დააჭირეთ ღილაკზე Continue.
გადავდივართ ახალ ფანჯარაში. რეგისტრაცია დასრულდა წარემატებით.
ეხლა ვუბრუნდებით საფოსტო ყუთს, სადაც უკვე გველოდება წერილი რეგისტრაციის შესახებ. წერილში მოცემულია ბმული, რომელზეც დაჭერა გააქტიურებს ახლადშექმნილ ანგარიშს და გადაგიყვანთ iTunes-ის ფანჯარაში.
სადაც გამოვა მცირე სარკმელი. შეიყვანეთ სარეგისტრაციო ელფოსტის მისამართი და არჩეული პაროლი, შემდეგ დააჭირეთ ღილაკზე Sign In.
iTunes-სი მოგილოცავთ წარმატებულ რეგისტრაციას. დააჭირეთ ღილაკზე Done.
მომილოცავს! ახლა თქვენ გაქვთ ანგარიში iTunes-ში და შეგიძლიათ უზომო რაოდენობით გადმოწეროთ უფასო პროგრამები თქვენი iPhone-ისათვის: