ბრძოლა ეფლისა და ნოკიას ადვოკატებს შორის როგორც ჩანს ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად ფინურმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ვაშლისტების წინააღმდეგ. სარჩელის საფუძველი ასეთია: ეფლმა დაარღვია ნოკიას ხუთი პატენტი iPhone-სა და iPad 3G-ში, რომლებიც დაკავშირებულია ხმის ამოცნობის ტექნოლოგიებთან, მონაცემთა გადაცემასთან, აპლიკაციებში პოზიციონირებასთან, ინოვაციებთან ანტენაში.
ყველაფერი ეს რომ ადამიანურ ენაზე ვთარგმნოთ გამოდის შემდეგი — ნიკიამ აირჩია ყველაზე მტკივნეული ადგილები, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ეფლის „ლპობაში“. სარჩელს განიხილავს ვისკონსინის შტატის ფედერალური საოლქო სასამართლო, რომლეშიც შარშან ასევე მონაწილეობდა ამ ორ კომპანიას შორის დაპირისპირების საკიტხების გარკვევაში.