„ყალბი სტივ ჯობსი“ Forbes-ის რედაქტორი აღმოჩნდა

Apple-ის ხელმძღვანელზე სტივ ჯობსზე გაკეთებული ბლოგ-პაროდიის ანონიმური ავტორი გამოაშკარავებულია მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ, გვატყობინებს Reuters-ი. „ყალბი სტივ ჯობსის“ დღიურმა, რომლის უკანაც, როგორც აღმოჩნდა, Forbes-ის რედაქტორი დენიელ ლაიონსი იმალებოდა, დიდი ინტერესი გამოიწვია სილიკონის ველის მცხოვრებთა შორის, მათაგნ მრავალი თვლიდა, რომ ამ ბლოგს წერდა Apple-ის რომელიმე თანამშრომელი. ბლოგის მკითხველლტა შორის ბიძია ბილი გეიტსიც კი შენიშნეს! Secret Diary of Steve Jobs აჭრელებულია მრავალი მავნე კილოთი დაწერილი შენიშვნით და კომენტარით, რომლებიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, უჩვენებს Apple-ის შეფის ნადვილ სახეს. ლაიონსმა მოგვითხრო, რომ ბლოგის იდეა მას აღუძრა როგორც თვით ჯობსის ბლოგმა, ასევე სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც, მისი აზრით, სიყალბით და არაგულწრფელობით არიან გაჟღენთილნი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბლოგის მკითხველები ტვინს იჭყლეტდნენ იმსი შესახებ თუ ვინ იყო ავტორი. ერთი წლის განმავლობაში არსებობის განმავლობაში, ეჭვი მიიტანეს მრავალ ჟურნალისტზე, კერძოდ, Macworld-ის და Wired News-ის. ის, რომ „ყალბი სტივ ჯობსი“ — სინამდვილეში ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-გამოცემის რედაქტორია, მიხვდნენ New York Times-ის რეპორტიორები. მათ შეადარეს ჟურნალის ტექსტების ხელწერა დენიელის წიგნთან – სატირიკულ რომანთან „Options“, რომელიც ბლოგერის აგენტმა გამომცემლობას გადასცა.

ლაიონსის განცხადებით, თუმცაღა ის ვარაუდობდა, რომ ინკოგნიტოდ დარჩევოდა უფრო დიდ ხანს, იგი გაოცებულია იმით, რომ ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს მისი „გამოაშკარავება“ ასე დიდი ხნის განმავლობაში. სხვათაშორის, სტივ ჯობსის გასარჟებასთან ერთად, ბლოგერს არ ავიწყდებოდა სხვა პერსონების „გაკენწვლაც“: მაგალითად, იგი მუდმივად „ეკაიფებოდა“ Linux-ის და ღია კოდის აპოლოგეტებს. ლაიონსი ბლოგის წარმოებას კვლავაც აპირებს, ოღონდ ანჯერად უკვე Forbes-ის ოფიციალურ საიტზე.