როგორც გვატყობინებს DigiTimes-ი, კომპანია Intel-ი მოულოდნელად აღმოჩნდა საკუთარი მობილური პროცესორების Core i3, i5 და i7 დეფიციტის წინაშე. ამის მიზეზი გახდა ტაივანური კომპანია Acer-ი, რომელმაც მიიღო გაყიდვების კარგი პროგნოზი და დიდი შეკვეთა განათავსა.
ამის მერე Intel-ს მეტი რა დარჩენოდა, რომ გადაეხედა თავისი წარმოების გრაფიკზე პარტნიორებისათვის: პირველ რიგში მიწოდება მოხდება მხოლოდ საკვანძო შემკვეთებისათვის, ხოლო დანარჩენები გადაიწევენ მეორე პლანზე.
და რა შუაშია Apple-ი? სინამდვილეში კუპერტინოსთან ამ სიახლეს პირადპირი კავშირი აქვს. უახლოეს ხანში უნდა მოხდეს Macbook Pro-ს განახლება, რომელშიც, ჭორების თანახმად იქნება ახალი პროცესორები. Apple-ს აქამდეც ჰქონია ხოლმე პრობლემები პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო თუ Intel-ისაგან მოწოდება შემცირდება, კუპეტინოს ნამდვილად შეექმნება პრობლემები.
უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის თამაში Intel-ის მიმართ ზღვულ დონეზეა. კუპერტინომ მხარი დაუჭირა Nvidia-ს, ხოლო ამის შემდეგ საერთოდ თავისი პროცესორი გამოუშვა. ამ ქმედებების შემდეგ არის ყველა პირობა იმისათვის, რომ Intel-მა აღარ ჩათვალოს Apple-ი „პირველი კატეგორიის მეგობრად“, ეს კიდევ უკვე ძალიან ცუდია.
ცუდი ამბავია მართლაც რაც არ უნდა იყოს ინტელი მართლაც ლიდერია პროცესორების წარმოებაში i7 მართლაც საუკეტესო პროცესორია ჯერ ჯერობით (975)