კომპანია Piper Jaffray-ის ანალიტიკოსების აზრით Apple-ის განცხადება ახალი ოს-ის 2 მლნ. ასლის რეალიზაციის შესახებ შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, Apple-ის ბიზნესის კომპიუტერული სეგმენტის კარგ განვითარებაზე. კომპანიის გამოთვლების თანახმად, თუ Apple-ი პირველი ფინანსური კვარტლის განმავლობაშ შეძლებს გაყიდოს ახალი ოპერაციული სისტემის 3,5 მლნ. ასლი, ეს მას მოუტანს დაახლოებით $0.07 დამატებით მოგებას თითოეულ აქციაზე (სულ – $92 მლნ.). ადრე უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ Apple-ის მოგებას მიმდინარე კვარტალში $1,53 დონეზე თითოეულ აქციაზე.
Piper Jaffray-ის წამყვანი ანალიტიკოსი ჯინ მანსტერი (Gene Munster) აფასებს Mac-ის მომხმარებელთა საზოგადოებას 23 მლნ. ადამიანით. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ პირველ სამ დღეში ოპერაციული სისტემა განაახლა მომხმარებელთა 9%, მეტყველებს იმაზე მომხმარებელთა აქტიობაზე და ლოიალობაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს Apple-ს ხშირ-ხშირად გამოუშვას ოს-ის განახლებები და მიჰყიდოს ისინი მომხმარებელთა იმაზე დიდ ჯგუფს, ვიდრე ეს შეუძლია Microsoft-ს.
წყარო: MacNN