ჰაკერებმა, რომლებიც გატაცებულნი არიან Mac OS X-ის ჩვეულებრივ PC-ზე დაყენებით, ოსტატობის შემდეგ მწვერვალს მიაღწიეს: ამჯერად მაკის არამშობლიურ მოწყობილობაზე დასაყენებლად ისინი არა მარტო პროგრამულ, არამედ აპარატურულ ხელსაწყოებსაც იყენებენ.
EFiX-ის პროექტის ავტორების მტკიცებით, მათი მოწყობილობის USB-პორტთან მიერთების შემდეგ, მომხმარებლებს შეეძლებათ ჩატვირთონ Mac OS X უშუალოდ ორიგინალური დისკებიდან, ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე.
ჰაკერები იტყობინებიან, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილმა მოწყობილობამ ტესტირება გაიარა რამდენიმე თვის განმავლობაში. გაყიდვების დაწყება დაგეგმილია 23 ივნისისათვის, ფასი ჯერ უცნობია.
წყარო: MacNN