ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო, ამბობენ. მართალია ამჯერადაც ვერ მოვახერხე ამ გამოფენაზე მოხვედრა, მაგრამ მსოფლიო ქსელის საშუალებით ეს არ არის რთული (თუმცა უშუალო დასწრებას მაინც არაფერი ჯობია). საუბარია წლევანდელ Macworld Expo 2010-ზე მთავარი გმირის, Apple-ის გარეშე. მოდით ვნახოთ ფოტოები გამოფენიდან:

საინტერესოა — გამოფენის ლოგო, თარიღი და დევიზი ერთ ბანერზე და ერთ კადრში.

Moscone Center-ის სცენა ადრე დევიდ პოგის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე.

აგერ უკვე პრეზენტაციაც: პოგი პაროდირებს სტივ ბალმერის გიჟურ, გორილასებრ ხტუნვებს.

საგამოფენო სტენდების საერთო ხედი. იგრძენით მაშტაბი.

უფრო მსხვილი კადრი: Microsoft Macintosh Business Unit-ის სტენდი, უკანა ხედი. ოფისის მაკ-ვერსიას თქვენ უყვარხართ, აი თქვენ თუ გიყვართ ის? ;)

OmniGroup-ის მეთაური კენ კეისი თვალსაჩინოდ გვიჩვენებს მაკის ინტერფეისის დიად მომავალს.

ფოტოაქსესუარები Gorillapod-ისაგან — შტატივები, ფოტო-ციმციმები და სხვა. iPhone-ისათვის და არა მარტო.

მაკ-პრესის დიალოგი Apple-ის “არაოფიციალური” ბლოგის სტენდზე: მაიკ როუზი Tuaw.com-იდან ინტერვიუს ართმევს Macworld-ის ჟურნალისტს ჯეისონ სნელს.

Macworld-ის მთავარი წვეულება — Cirque du Mac. სცენის ზუსტად ცენტრში გამოფენის ორგანიზატორი პოლ კენტი. კლავიშებთან მჯდომი ადამიანი ძალიან წააგავს Macworld-ის გამომშვებ რედაქტორს ადამ სმიტს.
