Mail-ი და Google Maps-ი — ახლა უკვე iPod touch-ში

iPhone-ის განახლებასთან ერთად Apple-მა გამოუშვა შიდა პროგრამული უზურნველყოფის განახლება ტელეფონის „უნცროსი ძმისთვის“ – iPod touch-ისათვის.

განახლების ძირითადი სიახლე მდგომარეობს 5 პროგრამაში, რომლებიც დაემატა მას – Mail, Maps, Stocks, Weather და Notes. ამის გარდა, ისევე როგორც აიფონში, iPod touch-ში გაჩნდა სამუშაო დაფის მორგების შესაძლებლობა. აგრეთვე დაემატა Web Clips.

„ეს საოცარი პროგრამები iPod touch-ს აქცევენ არა მარტო საუკეთესო iPod-ად, არამედ საუკეთესო WiFi-მოწყობილობად მსოფლიოში, – განაცხადა სტივ ჯობსმა. – რევოლუციური ინტერფეისის, პროგრამების და გადასარევი 3,5-დუისპლეის წყალობით iPod touch-ი გადაიქცა 21 საუკუნის პოპულარულ WiFi-პლათფორმად». ამის გარდა , Apple-ის მეთაურმა დაადასტურა, რომ თებერვალში გამოვა iPhone-ის და iPod touch-ის SDK.

განახლება შესაძლებელია iTunes-ის საშუალებით. ფასი — $19,99.

წყარო: Apple