Mark/Space-მა გამოუშვა Missing Sync for Windows Mobile 4.0

კომპანიამ Mark/Space გამოუშვა Missing Sync for Windows Mobile-ის ახალი ვერსია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ჯიბის კომპიუტერების სინქრონიზაცია, რომლებიც მუშაობენ Microsoft-ის ოპერაციული სისტემის საშუალებით, Mac-თან.

პროგრამის ახალი ვერსიის მთავარი სიახლე წარმოადგენს ახალი ოპერაციული სისტემის, Microsoft Windows Mobile 6-ის მხარდაჭერა, თანაც ყველა ვერსიის — Classic, Standard და Professional, რაც შესაძლებლობას იძლევა მოხდეს Mac-თან ახალი მობილური მოწყობილობების სინქრონიზაცია, მათ შორის HTC Touch, Motorola Q9 და Samsung Blackjack. ამის გარდა, კომპლექტში შედის ახალი მოდული, ტელეფონის კამერის საშუელბით გადაღებული ვიდეო კლიპების იმპორტისათვის.

პროგრამის ღირებულებაა — $40. მომხმარებლები, რომლებმაც შეიძინეს პროგრამის წინა ვერსია 1 ივნისამდე, შეუძლიათ მიიღონ განახლება უფასოდ.

Missing Sync for Windows Mobile 4.0-ის მუშაობისათვის საჭიროა Mac OS X 10.4.9 ან უფრო ახალი.

წყარო: Mark/Space