Microsoft: ჩვენ დიდი აიფონი გავაკეთეთ!

HP Slate
HP Slate

ის, რასაც ამდენ ხანს ელოდნენ Apple-ისაგან, გუშინ მოულოდნელად წარმოადგინა Microsoft-ის გენ. დირექტორმა სტივ ბალმერმა. ლას-ვეგასში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოფენაზე გუშინდელი გამოსვლისას ბალმერმა წარმოდგინა პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც Microsoft-მა HP-სთან ერთად შექმნა. პრესამ იმწუთასვე აიტაცა ეს ფაქტი და მას უწოდა “ძლიერი დარტყმა Apple-ს”, რომელმაც, მრავალრიცხოვან ხმებზე დაყრდნობით იანვრის ბოლოს უნდა გამოუშვას ანალოგიური აპარატი.

ჩვენი აზრით, ის, რაც ბალმერმა გუშინ აჩვენა, ეფლის მიერ გამოშვებული პროდუქტის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს. ეს არ არის ჯიჰადის გაჩაღების მცდელობა, მაგრამ ყველაფერი, რაც გამოდის ეფლის ლაბორატორიებიდან, ადრე თუ მალე საკულტო ნივთათ იქცევა ხოლმე. ეს ყველას ესმის, Microsoft-შიც კი იციან ეს. შეხედეთ, რა სურათი აირჩიეს საკუთარი მოწყობილობის ეკრანზე პრეზენტაციისათვის.

სტივ ბალმერი – და მაინც ჩვენ წავაგებთ:

HP Slate
HP Slate

10 thoughts on “Microsoft: ჩვენ დიდი აიფონი გავაკეთეთ!”

  1. და რა ქვია ამ მოწყობილობას?

    ეჭვი არ მეპარება APPLE თუ გამოუშვებს მსგავს მოწფყობილობას იანვარში მაშინ ეს იმის ფონზე არაფერი იქნება. ;)

    მე ძაან მაინტერესებს რას წარმოგვიდგენს APPLE იანვარში :)

    • @ straight ridah
      მოწყობილობას ჰქვია SlatePC

  2. უფრო საინტერესოა მაგ მოწყობილობაზე რა OS აყენია. გარედან win7-ს გავს მაგრამ არამგონია სრული ფუნქციონალით იყოს. მაგასთან დაკავშირებით ხო არ გაქვს ინფო?

    • აბსოლუტურად იგივე win7-ია, რაც სამსახურში მაქვს დაყენებული. უბრალოდ დამატებული აქვს თაჩსქრინის მხარდაჭერა. სულ ესაა.

  3. კი მაგრამ, დოქტორო დელფიუს, გასაგებია რომ ბალმერმა თუ ლამერმა (:D) წარადგინა მს-ის პლანშეტი, მაგრამ რატომ უნდა ჩაითვალოს ეგ ნეგატიურ-დასაცინ “პონტად” ? :))

    სანამ APLLE გამოუშვებს თავისას, ბაზრის 100% დარჩა ლურჯ გიგანტს. ამასთანავე რა OS იქნება ეფლის პლანშეტზე? მკ ოს იქსი-ის მობილური ვერსია? სრული?

    მაშინ კითხვა ისევ დგება ასე: Windows 7 ჯობია თუ Mac OS X?

    აი რომ გამოვა და იუთუბზე ტონობით რევიუ დაიდება ორივე პლანშეტის, მერე ვნახოთ :)

    ისე ბიძია სტივმა, რომ მიბაძოს ბიძია ბილსს და თავისი პროდუქტები ასტრონომიულ თანხად არ დააფასოს ხოლმე, ეფლის მომხმარებელთ რაოდენობა ძალიან გაიზრდება.

    რა მოხდება რომ PC პლათფორმზეც შეიქმნას მაკ ოს-ი? MS-მა ხომ შექმნა მაკის პლათფორმაზე ვინდოუსი? შესაბამისად თუ სურვილი გექნება მაიკროსოფტის ნაწარმს ყველგან დააყენებ: გინდა დესკტოპზე, გინდა ლეპტოპზე, გინდა მობილურზე, დინდა პლანშეტზე და გინდაც სარეცხის მანქანაზე :))

    აი სტივი კი სხვანაირად ფიქრობს….. არადა ოდესრაც ბილმა თქვა: “ვინდოუსი ყველა კომპიუტერზე!” და ასეც მოხდა. აი მაგალითად: მე მინდა OS… როგორ მოვიქცე? დავაყენო ლინუქსი? ზედმეტი ტავის ტკივილია ტერმინალში ბრძანებების კრეფა….. დავაყენო მაკ ოს-ი? ეს ჩემს პლათფორმაზე ან დაყენდება ან არა და ფილმის full screen-ში საყურებლად სპეციალური პროგრამა უნდა დავაინსტალირო; გამოდის რომ ესეც ბევრი ტავის ტკივილია. მაშ რა დარჩა? შევაგდოთ დრაივში ვინდოზავრის საინსტალაციო დისკი, რამდენჯერმე დავაკლიკოთ Next-ს და ეგ არის. თუ რაიმე პროგრამა დაგვჭირდა, მივაკითხავთ უახლოს ვარეზ საიტს….. კორპორაციული კლიენტი ვარ? მაშინ მს-ი ტავის პროდუქტს (xp starter/ home edition) კაპიკებში იძლევა, მაშინ როცა ეფლის საიტზე მეილის მიწერაც კი ფასიანია :))

    რამდენი ვწერე….. ჩემს ბლოგზე მაინც დამეწერა, სტატია გამოვიდოდა :)) თან ისეთი არაობიექტური რევიუ გამომივიდა რომ დოქტორმა დელფიუსმა ჩემს პოსტს შეიძლება confirm-ი არც მისცეს :)))))

    • ჩემს ბლოგზე სიტყვის სრული თავისუფლებაა! :)
      პასუხს ოდნავ მოგვიანებით დაგიწერ.

    • შენი აზრით რა არის ეფლის კომპიუტერების მთავარი სიძლიერე გარდა დიზაინისა? რათქმაუნდა პერაცილი სისტემა ერთერთი თU არა ერთადერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მაკბუქის ყიდვის ჩემთვის იყო ოპერაციული სისტემა . ეს სისტემა რო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვეულებრივ PC ზე დამერწმუნე ამდენს ნამდვილად არ გადავიხდიდი ამ ლეპტოპში :)
      ასე რომ ჩემი აზრით ბიზნესის კუთხით სავსებით გამართლებულია აფლის მიდგომა. და ზოგადად ეფლი თავის მომხმარებლებს არ ყვლიფავს განსხვავებით მაიკროსოფტისგან. იყიდი ეფლის კომპიუტერს და შემდგომ პროგრამული უზრუნველყოფა კაპიკებში იყიდება და ისიც ყოველგვარი სერიული ნომრების თუ სხვა დამცავი მექანიზმების გარეშე ;)

  4. @ლუკა
    Mac OS X გათვლილია მაღალი ხარისხის ჰარდვერზე, რომელთანაც შეთანხმებულად შეუძლია მოქმედება. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ მფლობელი ღებულობს 100% ეფექტურ სამუშაო გარემოს და არა ისეთს, როგორსაც იძლევა "ფანჯროუს რანომერიცგინდა", რომელიც დაყენებულია შ.პ.ს. "გვამი და ლეში"-ს სარდაფში აწყობილ ჰარდვერზე.

    ეფლმა რომ დაუშვას და ირბისი (Mac OS X Snow Leopard) ფანჯროუსივით ნებისმიერ ნაგავზე დაყენდეს, მაშინ ისიც ფანჯროუსივით ნაგავი გახდება, ზოგან ჩქარა იმუშავებს, ზოგან – სულ არ იმუშავებს.

    მე ვიხდი მაკში მეტს და დარწმუნებული ვარ, რომ ვღებულობ საუკეთესო პროდუქციას: ჰარდვერსაც და შეთავსებად სოფტსაც; ასევე, არ ვქაჩავ ათასი ჯურის სოფტს ნებისმიერი "ვარეზნიკული" საიტიდან, მირჩევნია, გადავიხადო კაპიკები და მქონდეს ჩემი საკუთარი პროგრამები; ამასთან, არსებობს უუუუამრავი უფასო პროგრამა ნიბისმიერი სფეროსათვის. და ეს ყველაფერი ჩემს ვაშლუკაზე მუშაობს, როგორც საათი.
    მთელი ეს სიამოვნება აგებულია კარგ სტანდარტიზებულ ჰარდზე, სხვაგვარად შეუძლებელია.

Comments are closed.