Microsoft-ი არ მოემსახურა .Mac-ის საფოსტო სერვისის მომხმარებლებს

Microsoft Windows Live Messenger-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ არ შეუძლიათ სერვისთან მიერთება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ მომხმარებელებს, რომლებსაც საფოსტო მისამართად მიუთითეს საფოსტო ყუთი mac.com-ზე. მიერთების მცდელობისას პროგრამული უზრუნველყოფას გამოჰქონდა შემდეგი შეტყობინება: „სისტემის ამასწინანდელი განახლების გამო თქვენ უნდა შეცვალოთ ელფოსტის მისამართი. მანამ, სანამ არ შეცვლით მისამართს, ვერ შეძლებთ Windows Live(TM) Messenger-ის გამოყენებას“.

გასული კვირის ბოლოს Microsoft-ის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ ინციდენტი მოხდა განახლებული პროგრამული უზურნველყოფის ტესტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. „.Mac საფოსტო ყუთების მომხმარებელთა წვდომა Windows Live ID იდენტიფიკატორებთან აღდგენილია. ბოდიშს გიხდით წარმოქმნილი შეფერხებებისათვის“, – მოიბოდიშა კომპანიამ.

Microsoft-ი უშვებს თავისი სერვისის Mac-კლიენტს, შესაბამისად, იმის ვარაუდი, რომ ინციდენტი არ იყო გაუგებრობა, არ ღირს.

წყარო: MacNN