„გუშინ გაიმართა დისკუსია Windows-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აგრეთვე იმ საკითხზე, გამოიყენებს თუ არა ერთი კონკრეტული კომპანია ჩვენს ოპერაციულ სისტემას“, — გვატყობინებს Microsoft-ის ოფიციალური ბლოგი. — „ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ“.
ამ ისტორიაში არსებობს მცირე ქვეტექსტი, რომლის არშემჩნევა არ შეიძლება. ვინც არა ხართ საქმის კურსში, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ამასწინდელი ჩანაწერი ბლოგზე.
ახლა კი ნახეთ რას ამბობს Microsoft:
„როდესაც საუბარი მიდის უსაფრთხოებაზე, ჰაკერებიც კი აღიარებენ, რომ ჩვენ ყველაზე უკეთ ვმუშაობთ ჩვენი პროდუქტების დაცულობაზე. და არა მარტო ჰაკერები ამბობენ ამას, არამედ ბაზრის გავლენიანი მოთამაშენიც, ინდუსტრიის ლიდერები. InfoWorld-ის დღევანდელ სტატიაში განიხილება, თუ რამდენად არიან მაკ-კომპიუტერები დაუცველნი საშიში პროგრამული უზურნველყოფისაგან. Microsoft-ი მომხმარებელთა უსაფრთხოებას მთავარ პრიორიტეტად აყენებს“.