Microsoft-ის ყოველი მეათე თანამშრომელი სარგებლობს iPhone-ით

ინსაიდერები ადასტურებენ: ყოველდღიურად Microsoft-ის ათეულობით ათასი თანამშრომელი უერთდება კორპორატიულ საფოსტო სერვერებს iPhone-ის მეშვეობით — სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტივ ბალმერის ყოველი მეათე ხელქვეითი ყოველდღიური საქმიანობისათვის „მტრის“ კომუნიკატორს იყენებს, რასაც Microsoft-ის კამპუსის ტერიტორიაზე რბილად რომ ვთქვათ არ მიესალმება ხელმძღვანელობა.

Microsoft's Balmer vs. iPhone
Microsoft's Balmer vs. iPhone

ტიპიური შემთხვევა ასეთი „არ მიესალმება“-სი — 2009 წლის 11 სექტემბრის ინციდენტია, როდესაც დახურულ შეკრებაზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ბალმერის აღბეჭდვა აიფონის საშუალებით. აღმასრულებელი დირექტორის რეაქცია მყისეული იყო: მივარდა „დამნაშავეს“, ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და ძირს დააგდო ისეთი სახით, თითქოს ტეელფონის ფეხით გათელვა უნდოდა. ამის შედეგ „წაკბინა“ საცოდავს: „შევროლეს დირექტორი BMW-თი არ დადის“-ო.

გასაკვირი არაა, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო რიგითი თანამშრომელბი აფიშრებას არ უკეთებენ საკუთარ სიყვარულს Apple-ის პროდუქციის მიმართ და ცდილობენ სხვადასხვა ხერხებით შენიღბონ ტელეფონი. ანდა უბრალოდ იშვიათად ამოიღონ ჯიბიდან გაჯეტი ოფისში: „დაახლოებით წელიწადში ერთხელ მიწევს ბალმერთან შეხვედრა“, — გვითხრა ერთ-ერთმა უსახელო თანამშრომელმა, — „და არა აქვს მნშვნელობა, თუ ვინ დამირეკავს, მე ამ დროს ტელეფონს არ ვპასუხობ“.


Comments

3 responses to “Microsoft-ის ყოველი მეათე თანამშრომელი სარგებლობს iPhone-ით”

  1. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გამაიკროსოფტებული ვარ და Apple – ის კომპუტერული და პროგრამული უზრუნველყოფა სრულიად მიუღებელია ჩემთვის, iPhone – ი ნამდვილად მიმაჩნია ჩემთვის საუკეთესო მობილურად და მეეჭვება, რომ ბალმერთან არ გამეცა პასუხი შემოსულ ზარზე.

    1. მაშინ სამსახურიდან გაგიშვებდათ, სავარაუდოდ :)

  2. temotemuka Avatar
    temotemuka

    რა მაგარია იუთუბზე არ იქნება ვიდეო? :d :d