Microsoft-ის ქვეგანყოფილებამ, Mac Business Unit, გამცნო, რომ კორპორატიული ლიცენზია (Volume License, VL), ხელმისაწვდომია 1 თებერვლიდან.
ამ მომენტში კორპორატიული ლიცენზიები ხელმისაწვდომია ინგლისური, ფრანგული და იაპონური ლოკალიზაციებისათვის, თუმცა 1 მარტიდან შესაძლებელი იქნება ლიცენზიის მიღება სხვა ენებისთვისაც — ჰოლანდიური, გერმანული, იტალიური, ესპანური, შვედური და ნორვეგიული.
საოფისე პაკეტის ახალი ვერსია კომპანიამ წარმოადგინა გამოფენაზე Macworld Conference & Expo, რომელიც გასულ თვეს გაიმართა სან-ფრანცისკოში.
წყარო: MacNN