Microsoft-მა გამოუშვა განახლება Office 2004 11.3.6

Microsoft-ის ქვეგანყოფილებამ Mac Business Unit გამოუშვა მორიგი განახლება მისი საოფისე პაკეტისათვის – Office 2004 11.3.6.

განახლებაში აღმოფხვრილია პრობლემა, რომელიც ჰაკერს შესაძლებლობას აძლევდა ჩაენაცვლებინა კომპიუტერის მეხსიერების შიგთავსი მისთვის საჭირო, მაგრამ კომპიუტერისთვის საშიში კოდით. განახლებაში აგრეთვე გასწორებულია პრობლემები, რომლებიც წარმოიშვება Entourage-ის მიერ ზიარი საქაღალდეების გამოყენებისას და ზოგიერთ შემთვევაში მივყავართ მონაცემების დაკარგვამდე.

განახლებული პაკეტის მუშაობისათვის საჭიროა ოპერაციული სისტემა Mac OS X 10.2.8 Jaguar ან უფრო ახალი ვერსია.

Office 2004 11.3.6 განახლების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ გვერდიდან. ფაილის ზომა — 15,2 მბაიტი.

წყარო: Microsoft MacBU