“სხვა ადამიანებთან ერთად – თანამშრომლებთან, ახლობლებთან ან სხვებთან – თქვენ ხდებით იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქმნის Office for Mac-ის ყოველ ახალ ვერსიას. ჩვენთვის ახლა მთავარი არის – პლათფორმის მიუხედავად ერთობლივი მუშაობა და სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა გადავაქციოთ Office for Mac 2011 საუკეთესო საოფისე პაკეტად მაკისათვის”, – სწორედ ასეთი სიტყვებით მიმართა Microsoft Macintosh Business Unit-ის დირექტორმა ერიკ უილფრიდმა დამსწრე საზოგადოებას Macworld 2010-ზე.
პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა პროდუქტის სიახლეებს: პაკეტში დაემატება დოკუმენტების ერთობლივი რედაქტირების შესაძლებლობა. სტანდარტული პროგრამების ინტერნეტ-ვერსიები შესაძლებლობას მოგცემთ იქონიოთ დოოკუმენტებთან წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ხოლო გადამUშავებული გრაფიკული ინტერფეისი იქნება მაკის და Office 2008-ის ინტერფეისების ნაზავი:
ცალკე იყო გაჟღერებული ინფორმაცია Microsoft Outlook-ის Cocoa ვერსიაზე – ახალ საფოსტო კლიენტში როგორც იქნა შესაძებელი იქნება ამ პროგრამის Windows-ვერსიის PSTფაილიების იმპორტი, გაიზრდება წარმადობა, ასევე დაემატება Spotlight-ისა და Time Machine-ის მხარდაჭერა.
ამის გარდა პრეზენტაციაზე განაცხადეს ფრიად საინეტერესო რამ: კერძოდ ის, რომ შესაძლოა მოხდეს Microsfot Officeის- პორტირება iPad-ისათვის! ვნახოთ რამდენად შეასრულებენ ამ დაპირებას.
ბევრი ვიცინე მაგ პრეზენტაციაზე. მარტივად რომ ავხსტა ატომ აი ორი სკრინშოტი:
ამას ველით ჩვენ: http://s3.amazonaws.com/data.tumblr.com/tumblr_kx…
ხოლო ეს ისაა რასაც მაიკროსოფტი გვთავაზობს: http://files.droplr.com/files/8624112/opJ6h.wordr…
მერე უკვირთ პრინციპიალურად მაიკროფტი რატო არ მოგწონთო… იმიტომ რომ მაკზეც უვარგის იუზერ ინტერფეისების გაკეთებას ახერხებენ. უჟს! :D
გეთანხმები თორნიკე, ინტერფეისი მართლაც რომ გადატვირთულია. ამიტომაც შესანიშნავად ვიყენებ iWorks-ს :)