მმართველთა არაკომპეტენტურობის 10 ნიშანი

გუშინ როგორც ყოველთვის ვათვალიერებდი ინტერნეტს და წავაწყდი სტატიას მმართველთა არაკომპეტენტურობის ნიშნებზე. ასეთი მმართველი სამწუხაროდ ბევრია, თანაც ყველანაირი ჯურის კომპანიაში. მოდით ვნახოთ ეს 10 ნიშანი:

1. უმოქმედობისაკენ მიდრეკილება ყოველთვის არის უამრავი მიზეზი არ მივიღოთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ დამატებით ინფორმაციას, ვარიანტებს, აზრს. მაგრამ ნადვილი ლიდერები გვიჩვენებენ მუდმივ მოძრაობას მოქმედებებისაკენ. ადამიანები, რომლებიც არ ცდებიან, როგორც წესი არც არაფერს არ აკეთებენ. ლეგენდარული დევიდ ოგილვი ამბობდა, რომ კარგი გადაწყვეტილება დღეს იმაზე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იდეალური შემდეგ თვეს. ერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ პასუხს გაურბიან.

2. გულჩათხრობილობა

„ჩვენ არ შეგვიძია ამის ხალხისათვის თქმა“ – ეს ფრაზა მუდმივად მესმის მმართველებისაგან. ისინი იცავენ ამ პოზიციას და ამას ასაბუთებენ სურვილით რომ არ გაუფანტონ ყურადღება, არ დააბნიონ ადამიანები, ვინაიდან ისნი ვერ მიხვდებიან, თუ რა ხდება კომპანიაში. თუ თქვენ თანამშრომლებს ისე უყურებთ, როგორც ბავშვებს, ისნი ზუსტად ასე მოიქცევიან, რაც პრობლემებამდე მიგვიყვანს. თუ მათ ექცევით როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ისნიც შესაბამისად დაიწყებენ მოქცევას. ინფორმაცია, რომელიც ბიზნესში უნდა კონფიდენციალური დარჩეს, არცთუისე ბევრია და კარგი მმართველი მას ადვილად გამოიცნობს. დამალვის მოყვარულს პრობლემები აქვს პატიოსნებასთან და ეშინია, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავს, ეს მას ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. საიდუმლოებები კომპანიებს აქცევენ უნდობლობის პოლიტიკაში. მე თვითონ არაერთხელ შემხვედრია ასეთი რამ, ალბათ თქვენც.

3. ზედმეტი მგრძნობელობა

„მე ვიცი, რომ ის მუდმივად აგვიანებს, მაგრამ შენიშვნა რომ მივცე, ეწყინება“. უუნარობა იყო პირდაპირი პერსონალთან – ეს მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშანია. შეუძლია კი მმართველს დაინახოს პრობლემა, ადრეულ სტადიაშივე გაგაფრთხილოს და განაგრძოს მუშაობა? თუ არა, მაშინ პრობლემა ვერ მოგვარდება, მხოლოდ უფრო მეტი დაგროვდება. როდესაც მმართველი ამბობს, რომ პერონალი ზედმეტად მგრძნობიარეა, ისინი ამით საკუთარ თავს აღწერენ. სისუსტე ვერ ქმნის დიად ლიდერებს. მოიშორეთ ისინი. საინტერესოა, რომ გულჩათხრობილობა და ზედმეტი მგრძნობელობათითქმის ერთად არის ხოლმე. ორივე ამ ნიშანს მივყავართ პატიოსნების უქონლობისაკენ.

4. პროცედურების სიყვარული

მმართველებს, რომლებიც მისდევენ ყველა წესს და რომლებიც მიმართავენ კოლეგებს ოფიციალურად, ავიწყდებათ, რომ წესები და პროცესები არსებობს ბიზნესის დასაჩქარებლად და არა მისი რიტუალიზაციისათვის. პროცედურების სიყვარული ხშირად ფარავს პრიორიტეტების დასმის უუნარობას – ეს იგივეა, რომ აპრიალოთ ვერცხლი, როდესაც სახლი გეწვით.

5. უპირატესობა სუსტი კანდიდატების სასარგებლოდ

ჩვენ ჩავატრეთ სამი კანდიდატის ინტერვიურება. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო, მეორე საერთოდ დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მესამე დადებითად გამოირჩეოდა სხვების ფონზე. ვისი აყვანა უნდოდა ჩვენს მმართველს? ახალგაზრდა სპეციალისტის. მან საფრთხე იგრძნო სუპერკომპეტენტური მმართველისაგან და ვერ გააცნობიერა, რომ ყოველთვის უნდა დაიქირაოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენზე უფრო ჭკვიანები არიან.

6. წვრილმან საკითხებზე კონცენტრირება

კიდევ ერთი უფროსი გამყიდველი, რომელიც მე დავიქირავე, ყოველთვის იძლეოდა იდეალურ გრაფიკებს, პროგნოზებს და ცხრილებს. ის ყოველთვის დროულად მოდიოდა სამსახურში, მისი მონაცემები ყოველთვის სრულყოფილი იყო. ის ყოველთვის გამოთქვამდა სურვილს მიეღო მონაწილეობა პროექტებში, რომლებშიც ნაკლებად ერკვეოდა – მარკეტინგული გეგმები, ფინანსური პროგნოზები, შეხვედრები საბანკო მმართველებთან, სხვა ოფისში გადასვლა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ როგორმე დაეფარა მისი უუნარობა შეესრულებინა ძირითადი სამუშაო.

7. ძველი თანამშრომლების დაქირავების უუნარობა

გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მე დავიქირავე ერთი ადამიანი (ერთი შეხედვით) ბრწყინვალე რეპუტაციით. მაგრამ პერსონალის აყვანისას ის არ ქირაობდა კანდიდატებს წინა სამსახურიდან. ის გაყიდვებში 20 წელი მუშაობდა – ნუთუ ვერავინ შეარჩია, ვისაც კვლავაც მოუნდებოდა მასთან ერთად მუშაობა? ყოველ კარგ მმართველს ყავს კურსდამთავრებული, ვისაც აქვს სურვილი მასთან ერთად იმუშაოს, თუ ასეთი პიროვნება არ არსებობს, ეს შემაშფოთებელია.

8. ალერგია ბოლო ვადებზე

ბოლო ვადა (დედლაინი) – ეს ვალდებულებაა. მართველი, რომელსაც არ შეუძლია ბოლო ვადის დადგენა და მისი დაცვა, ვერ შეძლებს ვალდებულებების შესრულებას. ბოლო ვადის დადგენის უუნარობა და მათი შესრულებაც ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეუძლია განიცადოს მიზნის მიღწევის რეალური გრძნობა. შეუძლებელია აღნიშნოთ რაიმე წერტილის მიღწევა, თუ ასეთი წერტილი არ არსებობს.

9. კონსულტანტებისადმი მიდრეკილება

ხშირად გამოყენებადი, მაგრამ ძვირად ღირებული ხერხი გადადოთ გადაწყვეტილების მიღება, კონსულტანტების დაქირავებაა. და სანამ ისინი ერკვევიან საკითხში, მმართველები უსაქმურობენ. ხოლო როდესაც კონსლუტანტები მოამზადებენ რამდენიმე ვარიანტს, მათი განხილვა წაიღებს საათებს, დღეებს, შეიძლება თვეებსაც. ამასთან ერთად თქვენი ორგანიზაცია ღარიბდება, თუმცა უფრო ჭკვიანიც. როდესაც კონსულტანტები მიდიან, მათ მიაქვთ თქვენი ფული და საკუთარი მომატებული გამოცდილება.

10. მუშაობა გვიანობამდე

გამოცდილება მკარბახობს, რომ ცუდი მმართველები გვიანობამდე მუშაობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ასეთი სახის გმირობაა, თუმცა შესაძლოა, რომ ზუსტად ეს არის არაკომპეტენტურობის ყველაზე ძლიერი გამოხატულება. ეფექტურად მუშაობისათვის უნდა გადაანაწილოთ პრიორიტეტები და საკუთარ თავს დაუდგინოთ მუშაობის ტემპი. მმართველი, რომელიც გვიანობამდე მუშაობს ადრეული დილიდან, შესვენების გარეშე, ვერ მართავს საკუთარ თავს. ამიტომ უმჯობესია თუ მას არავ ის არ ანდობთ.

წყარო


Comments

2 responses to “მმართველთა არაკომპეტენტურობის 10 ნიშანი”

  1. 5. უპირატესობა სუსტი კანდიდატების სასარგებლოდ

    ჩვენ ჩავატრეთ სამი კანდიდატის ინტერვიურება. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო, მეორე საერთოდ დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მესამე დადებითად გამოირჩეოდა სხვების ფონზე. ვისი აყვანა უნდოდა ჩვენს მმართველს? ახალგაზრდა სპეციალისტის. მან საფრთხე იგრძნო სუპერკომპეტენტური მმართველისაგან და ვერ გააცნობიერა, რომ ყოველთვის უნდა დაიქირაოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენზე უფრო ჭკვიანები არიან.

    აი ამას ხშირად შევხედრილვარ :)))))

    ძალიან ხშირად :)

  2. აი ნომერ პირველი ნიშანი, მართლაც რომ ნომერ პირველი პრობლემაა! განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურებში. ტიპიური სურათი: 90% მმართველებისა ცდილობს რაღაც სტატუს-ქვო დაიჭიროს. ვთქვათ თუ საქმე ასე თუ ისე კეთდება, თუ თანამშრომლებიც წყნარად არიან, თუ მომჩივანი არავინ ყავს და მოკლედ თუ მის სამფლობელოში სიმშვიდეა, თითქმის ყველა მმართველი ცდილობს ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხნით. არავითარი ინიციატივა, არავითარი სიახლე, არავიტარი წინსვლა და ახალი იდეების მოსინჯვა და ე.წ. დეველოპმენტი :(

    არადა ეს სტატუს-ქვო შეიძლება წლობით გაგრძელდეს, ამასობაში დრო გადის და ერთ დღესაც აღმოჩნდება რომ შენი Mac OS 8.0 კარგა ხანია მოძველდა, ხოლო ეგრევე სნოუ ლეოპარდზე გადასვლა, მტკივნეული იქნება. სამწუხაროდ ესეა. :(

    რაც შეეხება 10-ე ნიშანს დოქტორო დელფიუს, მაგაზე ექიმმა ჰაუსმა (:)) დაახლოებით ასეთი რამ თქვა: Work smart, not hard :)