Morgan Stanley: 2009 წელს გაიყიდება 27 მლნ. iPhone

2009 წელს iPhone-ის გაყიდვებმა შესაძლოა მოიმატოს მინიმუმ ორჯერ, ვარაუდობენ კომპანია Morgan Stanley-ს ანალიტიკოსები.

„ჩვენი აზრით, ტელეფონის ფასის $199-მდე დაკლების გამო უნდა ველოდოთ iPhone-ის გაყიდვების ზრდას ორჯერ. ჩვენ ამ პროგნოზს სრულიად რეალისტურად აღვიქვამთ“, — ნათქვამია კომპანიის ანგარიშგებაში.

Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ გაყიდული iPhone-ების რიცხვი,შეადგენს 27 მილიონს.

წყარო: MacNN