მოჭიხვინე ცხენუკები ;)

გასულ კვირას სუპერ სიახლე, რომელმაც სტივის ჯანმრთელობის შესახებ (რომელსაც, ჭორებს თუ დავუჯერებთ ღვიძლი უკვე გადაუნერგეს) ახალი ამბებიც კი დაჩრდილა, გახდა ახალი ამბავი Mac OS X-ისათვის ტროას ცხენის აღმოჩენის შესახებ, რომელიც „ჩანერგილი“ იყო საოფისე პაკეტის iWork’09-ის ინსტალატორში და რომელიც ტორენტ-ქსელების საშულებით ვრცელდებოდა. მოგვიანებით გამოჩნდა მეორე სიახლე, რომლის მიხედვითაც ამ ტროას ცხენის მოდიფიცირებული ვარიანტი აღმოაჩინეს Adobe Photoshop-ში.

ვინაიდან iWork-ი ინსტალაციისას ითხოვს ადმინისტრატორის პაროლს, შესაბამისად ტროიანიც უპრობლემოდ დგება შესაბამის სიტემურ საქაღალდეში. დაყენების შემდგომ მას უკვე შეუძლია ჩამოქაჩოს დამატებითი მოდულები რაიმე მავნებლური ქმედების ჩასადენად. ამბობენ, რომ დაახლოებით 20 000 მომხმარებელმა მოასწრო დაინფიცირებული პაკეტის ჩამოტვირთვა და კომპიუტერში დაყენება. თუ გავითვალისწინებთ ჩემს პოზიციას პროგრამების მეკობრეულ გავრცელებასთან დაკავშირებით, ვთვლი რომ ღირსნი არიან. მაგრამ არის რამდენიმე საინტერესო მომენტი. ამის შესახებ ძალიან კარგად დაწერა კრის ჰოვარდმა (Chris Howard) AppleMatters-იდან.

IT წრეებში ტროას ცხენებს კიდევ ერთი სახელი აქვთ: „იდიოტების დეტექტორი“. ეს ისე, ზოგადად, თორემ ზოგიერთი ტროიანი ძალიან დაფარულია. ძირირადად კი ტრიანები კომპიუტერში ხვდება იმიტომ, რომ დაინფიცირებული კომპიუტერის მომხმარებელი ძალიან სულელია. და მას არ შეუძლია დაიცვას კომპიუტერი, მაკიც კი. რაიმეს დაყენება უცნობი წყაროდან – ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სულელური ქმედებაა, რაც კი შეიძება რომ ჩაიდინოთ. როდესაც ვსაუბრობთ ტროიანებზე, თქვენ თვითონ წყვიტავთ თქვენს უსაფრთხოებას. როგორც საცოდავი ტროას მცხოვრებლებმა აღმოაჩნიეს, მიუხედავად მიუწვდომელი კედლებისა, დაცვის ყველაზე სუსტი წერტილი ვიღაც იდიოტის ტვინი აღმოჩნდა. თუ ამ ისტორიამ ჩაგაფიქრათ იმაზე, ხომ არ გჭირდებათ მაკისათვის ანტივირუსული პროგრამის შეძენა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ანტივირუსი მხოლოდ ცნობილი ტროიანისაგან დაგიცავთ. მაგრამ ტროიანები იდიოტების დახმარებით მრავლდებიან. თუ არ გინდათ რომ ტროიანი აიკიდოთ, ბრთხილად მოიქეცით. ვერანაირი ანტივირუსული პროგრამა ვერ დაგიცავთ ახალი საფრთხეებისაგან, ვინაიდან მათი ავტორები ყოველტვის მარტო ეწევიან ვირუსების ავტორებს. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გაქვთ PC-კომპიუტერი და რომელიმე ანტივირუსი, თქვენ დაიცავთ კომპიუტერს მხოლოდ ცნობილი საშიშორებისაგან. PC-ზე ვირუსი უამრავია, მაკზე… ვირუსები არ არსებობს OS X-ისათვის, ხოლო ტროიანები ცალი ხელის თითებზე თუ ჩამოითვლება. და თუ ეს ხელი ჭკვიან ადამიანს ეკუთვნის, მას არ შეეშინდება ტროიანების. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს მაკის დაცულობას ვირუსებისაგან. ის გვიჩვენებს, რომ ჯერ-ჯერობით ვერავინ ვერ შეძლო მაკის გატეხვა ისე, რომ შესაძლებელი გახდეს თვითგაშვებადი და თვითგამრავლებადი პროგრამის შექმნა ამ პლათფორმისათვის. ანუ უბრალოდ ვირუსის დაწერა. მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც შეძლეს, ესაა ტროიანის შექმნა, რომელიც გათვლილია იდიოტებზე.

ჩემი აზრი უცვლელი რჩება — პრობლემა „საფენშია“, ზუსტად იმ „საფენში“, რომელიც მდებარეობს კლავიატურასა და სკამს შორის და ვერაფერი მას ვერ უშველის, თუ ადამიანი „პირში იტაკებს ყველაფერს, რასაც იპოვნის“ და დააწკაპუნებს იქ, სადაც არ უნდა დააწკაპუნოს და შეიყვანს პაროლს იქ, სადაცა რ უნდა შეიყვანოს.