MySpace ქმნის კლიენტს iPhone-ისათვის

ზოგიერთი ჭორის მიხედვით, ერთ-ერთი პირველი პროგრამთაგანი Apple-ის კომუნიკატორისატვის იქნება სოციალური ქსელის MySpace-ის კლიენტი, გვატყობინებს Electronista.

პროგრამა შექმნილია iPhone-ის SDK-ს ადრეული ვერსიის გამოყენებით. კლიენტს ქმნის პროგრამისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. როგორც Electronista-ს წყარომ აღნიშნა, შედეგები კარგია. შეიძება ვივარაუდოთ, რომ კლიენტი მაინც ვერ გახდება საიტის სრულფასოვანი შემცვლელი: მუსიკა და ვიდეო, რომლის ტრანსლაციაც ხდება საიტიდან, გადაიცემა Flash-ფორმატში, რომელიც ჯერ კიდევ მიუწვდომელია Apple-ის ტელეფონზე.