ბრიტანული ოპერატორი O2 iPhone-ს ასახელებს როგორც ყველაზე გაყიდვად მოწყობილობას ნისლიან ალბიონზე და აღნიშნავს, რომ Apple-ის ტელეფონი დაეხმარა მას შემოსავლების 9,5-პროცენტიან ზრდაში 2007 წლის ბოლო კვარტალში.
კომპანიას არ მოყვას ზუსტი მონაცემები iPhone-ის გაყიდვებისა, თუმცა ცნობილია, რომ O2 გასული კვარტალი დაასრულა რეკორდული მაჩვენებლებით – დამატებით 483 ათასი კლიენტი და 276 ათასი კონტრაქტი. iPhone -ის ოფიციალურ მომხმარებელთა 60%-ზე მეტი გადავიდა O2-თან სხვა ოპერატორებისაგან.
წყარო: Electronista