OpenOffice.org-ის Aqua-ვერსია ერთი წლის შემდეგ გამოვა

OpenOffice.org-ის Aqua-ვერსია, რომელსაც ხშირად Microsoft Office-ის ალტერნატივას უწოდებენ, გამოვა შემდეგი წლის სექტემბერში, გვატყობინებს Computerworld პროექტის წამყვან ინჟინერზე ერიკ ბაშარდზე (Eric Bachard) დაყრდნობით.

ამ დროისათვის OpenOffice.org-ის Mac-ვერსიას მხოლოდ X11-ის საშუალებით შეუძლია მუშაობა, რაც მომხმარებლებს პრობლემებს უქმნის.

რგანიზაცია OpenOffice.org ადრეც უშვებდა პაკეტის Aqua-ვერსიას, თუმცა 2003 პროექტზე მუშაობა შეწყდა. მიმდინარე წლის თებერვალში სამუშაოები განახლდა, ხოლო მაისში კომპანიამ Sun, პროექტის მთავარმა მფარველმა, გამოყო ორი პროგრამისტი OpenOffice.org-ის სრულფასოვანი Mac-ვერსიის შესაქმნელად.

ამ ეტაპზე პაკეტი არ უზრუნველყოფს drag-&-drop-ს, Mac OS X-ის მართლწერის ჩაშენებულ სისტემას, Address Book-ს და სხვ. ბაშარდის განცხადებით, ყველა ეს ფუნქცია მალე დაემატება პაკეტს.

წყარო: Computerworld