OpenOffice.org vs LibreOffice: დარჩება მხოლოდ ერთი

კომპანია Oracle-ის მიერ SUN-ის შეძენის შემდეგ OpenOffice.org-ის დამოუკიდებელმა დეველოპერებმა შექმნეა პროექტის ფორკი — LibreOffice. თავიდან ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ პროდუქტი სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნებოდა, თუმცა ამ პროექტის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, Document Foundation, შეძლო თავის მხარეზე დეველოპერების გადმობირება. ოდნავ მოგვიანებით ორაკლმა პირობა დადო, რომ OpenOffice.org-ს გადასცემდა საზოგადოებას. კომპანიამ პირობა შეასრულა.

უფლება OpenOffice.org-ის საწყისს კოდზე გადაეცა Apache Software Foundation-ს, ისევე როგორც პროექტთან დაკავშირებული ყველა ინტელექტუალური საკუთრება. ფონდი დატანხმდა კოდის მიღებაზე, თუმცა ეს გადაწყვეტლება სპეციალურმა კომიტეტმა უნდა დაამკიცოს.

დასაწყისისათვის საოფისე პაკეტი მოხვდება Apache-ის ინკუბატორში (ეს ამ ორგანიზაციის სტანდარტული პრაქტიკაა) კოდის ლეგალურობის შემოწმებისა და პროექტის გარშემო დეველოპერების შემოკრების მიზნით. ამის შემდეგ პროექტი საზოგადოებაში გადაინაცვლებს. სიახლემ ბევრი გაახარა — IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კევინ კავანახმა განაცხადა მზადყოფნაზე მიუერთდეს ამ პროექტს და ამისაკენ მოუწოდა სხვა კომპანიებსაც. უნდა ვივარაუდოდ, რომ დაინტერესებული მხარეების მხრიდან დადებითი რეაქცია იქნება — კოდი გავრცელდება Apache 2.0 ლიცენზიის პირბებზე, რომელიც მისაღებია როგორც ენთუზიასტებისათვის, აგრეთვე კომერციული დეველოპერებისათვის.

Document Foundation-ის რეაქცია საოცრად განსხვავებული გამოდგა. ორგანიზაცია მთლიანობაში დადებითად აფასებს ორაკლის კურს, მაგრამ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ კორპორაციის ძალისხმევა არ იყო მიმართული OpenOffice.org-ისა და LibreOffice-ის შერწყმის მიმართულებით. ანუ, ჩვენო, არ მოგვწონსო Apache Software Foundation-ში მიღებული წესებიო.

ეს სიატუაცია ძალიან ჰგავს სიტუაციას, რომელიც შეიქმნა XFree86-ის ფორკთან — X.Org (აქაც სალიცენზიო დაპირსპირება გახლდათ). რაღაც პერიოდი პროექტები პარარელურად ვითარდებოდნენ, მაგრამ შემდგომ X11-ის ოფიციალური რეალიზაცია გახდა X.Org-ი, ხოლო კონკურენტი ისტორიის წყვიადში ჩაიძირა. აქაც ასეთ განვითარებას უნდა ველოდეთ, ხოლო ვინ გაიმარჯვებს, ამას დრო გვიჩვენებს.

6 thoughts on “OpenOffice.org vs LibreOffice: დარჩება მხოლოდ ერთი”

    • საოფისე პროგრამების ნაკრები, როგორც Word, Excel, PowerPoint და ა.შ., მაგრამ უფასო :)

  1. კეთილი იყოს შენი დაბრუნება ქართულ საბლოგო სივრცეში, დელფიუს!

    მე პირადად ლიბრეოფისი უფრო მომწონს… უფრო კომფორტულია ვიდრე ღიაოფისი. ღიაოფისი , კიდევ, მოკვდება. ორკლმა მისი დაფინანსება შეწყვიტა. ის სოლარისებრ მოკვდება…
    დაე მოკვდეს! ამდენი წელიწადი პროგრესის გარეშე როგორ შეიძლება!

    2003 წლის ვორდის დონეზე სულ ყოფნა შეიძლება? ნწუ!

Comments are closed.