Opera უერთდება Adobe Flash-ის კრიტიკას

Adobe-ის და მისი Flash-ის კრიტიკა უკვე მოდურ ტენდენციად იქცა. აი ახლა Opera-ს დეველოპერებმაც ვერ მოითმინეს და ერთი-ორი კენჭის სროლა გადაწყვიტეს Adobe-ს ბოსტანში.

როგორც განაცხადა ოპერას ანალიტიკოსმა, ფილიპ გრენვოლდმა, მათი ბრაუზერი ოპერა მინი ჯერ კიდევ ვალდებულია მხარს უჭერდეს Flash-ს, მაგრამ ეს მალე შეიცვლება. ტექნოლოგია გამოყენებადია დინამიური შიგთავსისათვის, მაგრამ უსუსურია როგორც ვიდეოს შესაფუთად პროცესორის რესურსების უაზრო გამოყენების გამო.

“დღევანდელი ინტერნეტ-შიგთავსი ფლეშზეა დამოკიდებული. მოაშორეთ ეს ტექნოლოგია და თქვენ არ გექნებათ დღევანდელი ინტერნეტი… თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მომავალი ღია სტანდარტებს ეკუთვნით, ფლეში კიდევ არ არის ღია”.

ასევე გრენვოლდმა აღნიშნა, რომ ფლეშ-ვიდეოს დრო წავიდა.

“ფლეშის, როგორც ვიდეო-კონტეინერის გამოყენებას აზრი არა აქვს ენერგიის და პროცესორის დიდი ხარჯვის გამო — თვენ შეძლებთ ერბო-კვერცხის მომზადებას მობილურ მოწყობილობაზე, თუ მასზე გაუშვებთ ფლეშს”.