• Aspyr-მა გადადო Call of Duty 4-ის Mac-ვერსიის გამოშვება

    კომპანიამ Aspyr Media შეგვატყობინა პოპულარული თამაშის Call of Duty 4: Modern Warfare-ის Mac-ვერსიის გამოშვების გადატანის შესახებ მიმდინარე წლის მესამე კვარტალზე. ადრე კომპანია საბოლოო ვადად ასახელებდა ივლის-აგვისტოს. შეყოვნების მიზეზი გახდა თამაშობის უმაღლესი ხარისხის მიღწევის სურვილი. მოსალოდნელია, რომ უახლეს ხანებში Aspyr-ი დაიწყებს წინასწარი შეკვეთების მიღებას თამაშზე. წყარო: Aspyr Media

  • Apple-მა დაადასტურა პარიზულ Apple Expo-ში მონაწილეობაზე უარი

    Apple-მა დაადასტურა პარიზულ Apple Expo-ში მონაწილეობაზე უარი. Apple-ის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ უარი წარმოადგენს გათვლილი სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს. „წლიდან წლამდე Apple-ი ამცირებს თავის მონაწილეობას სავაჭრო შოუში, — აცხადებს Apple-ის წარმომადგენელი. — ამის მიზეზია კლიენტებთან ურთიერთობის ახალი, უფრო ეფექტური ხერხების არსებობა. ვებ-საიტის Apple.com პოპულარობის მუდმივი ზრდა საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ პირაპირი დიალოგი 100 მლნ. კლიენტთან მთელ მსოფლიოში“. აშშ-ში […]

  • MMiThemer — თემების სწარაფი გადართვა iPhone-ში

    თუ გსურთ თქვენი ტელეფონის ლამაზად გაფორმება, პროგრამა MMiThemer Summerbord-თან ერთად დაგეხმარებათ ამაში. MMiThemer – ეს არის პროგრამა თემების ჩამოსატვირთად. საკმარისია მენიუდან Featured, Popular ან Latest ავირჩიოთ ის თემა, რომელიც მოგვწონს და დავაჭიროთ ღილაკზე Install. ჩამოტვირთული თემა გამოჩნდება ხელმისაწვდომი თემების სიაში Summerboard-ში, სადაც მას უბრალოდ აირჩევთ. რეპო: ModMyiFone.com — http://modmyifone.com/installer.xml

  • UbiSoft აპირებს თამაშების წარმოებას iPhone-ისათვის

    უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კომპანიები EA და Namco ამზადებენ საინტერესო თამაშების სერიას iPhone-ისათვის. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი ამ ტელეფონის თამაშების მწარმოებლის სახელზე. თან როგორი! თვით UbiSoft — მსხვილი კომპანია მსოფლიო სახელით, რომელმაც ინტერვიუში CasualGaming.biz-თან განაცხადა: „ჩვენ შევქმნით თამაშებს არა მარტო PC, PS3 და 360-ისატვის, არამედ iPhone-ისა და iPod-ისათვის“. ამის შესახებ განაცხადა UbiSoft-ის აღამსრულებელმა […]

  • Wingnuts Moto Racer iPhone-ისათვის

    ბიჭები Freeverse-დან მუშაობენ არკადულ რბოლებზე iPhone-ისათვის, რომელსაც სახელად Wingnuts Moto Racer-ი ერქმევა. თამაში მუშავდება საიდუმლო საფარველის ქვეშ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია რამოდენიმე დეტალი. მართვა ხორცილედება აქსელომეტრის მეშვეობით. სამწუხაროდ არაფერი არაა თქმული ტრეკების და მოტოციკლების რაოდენობის შესახებ, მაგრამ ავტორების სიტყვებს თუ ვენდობით, თამაში გახდება ნამდვილად ინოვაციური. თამაში გამოჩნდება AppStore-ში.