Blog

  • Monopoly — ახალი თამაში EA-სგან iPod-ისთვის

    მაღაზია Apple iTunes–ის კატალოგი, iPod–ისთვის ახალი თამაშით შეივსო, რომელიც Electronic Arts–ის მიერ შექმნილ, პოპულარული თამაშის „მონოპოლიის“, „საფლეერო“ ვერსიას წარმოადგენს.

    ისევე როგორც ორიგინალურ თამაშში, iPod–ისთვის დაწერილ მონოპოლიაში მოთამაშეებმა უნდა იყიდონ უძრავი ქონება, მიიღონ იჯარა და მოწინააღმდეგეების გაკოტრება სცადონ.

    ფლეერის ერთმანეთისთვის რიგრიგობით გადაცემით, თამაშში ოთხ ან ნაკლებ მოთამაშეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. შესაძლებელია ვირტუალურ მოწინააღმდეგეებთან შერკინებაც, რომელთა ოსტატობის ხარისხსაც მომხმარებელი სამი ვარიანტიდან ირჩევს.

    თამაშის ღირებულებაა 4,95$. თამაში თავსებადია iPod with video, iPod classic და iPod nano 3G ფლეერებთან.

    წყარო: Apple

  • iPhone 2.0-ის მიკროკოდის დამატება — უახლოეს მომავალში?

    თუკი ანონიმურმა წყარომ iPhone–ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელ კომპანიაში, სწორი ინფორმაცია მოგვაწოდა, iPhone 2.0–ის გაჭოლვის მომხმარებლებს ცოტა ხანში სხვა დამატებების ჩატვირთვის შესაძლებლობაც ექნებათ.

    იგივე წყარი ირწმუნება, რომ შესაბამისი პროგრამა უკვე ორშაბათისთვის იქნება მზად და წარმოდგენილი იქნება შემქმნელთა მსოფლიო კონფერენციაზე. თუკი ინფორმაცია დადასტურდა, დამატება და ახალი თობის iPhone ერთად გამოჩნდებიან ბაზარზე.

  • iPhone-ს იაპონიაში 3G-ოპერატორი გაყიდის

    კომპანია SoftBank Mobile Corp–მა განაცხადა, რომ იაპონიაში iPhone–ის ოფიციალური პროვაიდერი გახდება. სხვა ბოლოდროინდელი პროვაიდერების ანონსების ანალოგიურად, SoftBank–ის განაცხადში არ არის მითითებული გაყიდვების ზუსტი თრიღი, მხოლოდ აღნიშნულია, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება.

    SoftBank–ის ანონსში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კომპანიას არ გააჩნია 2G–ქსელი, იგი მომსახურებას მხოლოდ მესამე თობის ქსელით ეწევა, რაც თვის მხრივ შეიძლება იმის ოფიციალურ დადასტურებად ჩაითვალოს, რომ iPhone–ის ახალი მოდელი 3G ქსელის მხარდაჭერით იქნება.

    ადრე ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა იაპონურ ოპერატორთან DoCoMo–სთან, თუმცა დღევანდელი ანონსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ DoCoMo–მ საერთო ენა ვერ იპოვა ამერიკულ კომპანიასთან. სავსებით შესაძლებელია, რომ იაპონიაში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში (მაგ. იტალიაში და ინდოეთში), iPhone–ის შეძენა რამდენიმე ოპერატორთან იქნება შესაძლებელი.

    ანალიტიკოსების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ iPhone 3G წარმოდგენილი იქნება მომავალ კვირას Apple–ის WWDC კონფერენციაზე.

    წყარო: SoftBank Mobile Corp

  • Apple უარს იტყვის პარიზულ Apple Expo-ში მონაწილეობაზე?

    მიხედავად იმისა, რომ მის სახელს გამოფენის სახელწოდებაში იყენებენ, კუპერტინოული კომპანია, როგორც ჩანს, არ მიიღებს მონაწილეობას Apple Expo–ში, რომელიც წელს პარიზში 17-20 სექტემბერს გაიმართება.

    გამოფენის ვებ–საიტზე, რომელსაც ამჯერად Apple Expo Remix ’08 ეწოდება, ამერიკული კომპანიის ხსენებაც არ არის. ელიან, რომ გამოფენის ორგანიზატორი კომპანია Reed Expositions უახლოეს დღეებში გაახმაურებს Apple–ის გადაწყვეტილებას, შოუში მონაწილეობაში უარის შესახებ.

    ბოლო წლებში Apple Expo–ს წარუმეტებლობა სდევდა: 2005 წელს სტივ ჯობსმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გააკეთა საკვანძო მოხსენება, რომელიც ტრადიციულად ღონისძიების მთავარ ელემენტს წარმოადგენდა, 2006 წელს მოხსენება ვერ გაკეთდა WWDC–ის ტრადიციული ივნისიდან აგვისტოში გადატანის გამო, და ბოლოს, გასულ წელს Apple–მა უკანაკნელ წამებზე გააუქმა პარიზის გამოფენაზე iPhone–ის პრეზენტაცია.

    „Apple–ის არყოფნა მეტად სამწუხარო სიახლეა, გამოფენას წელს 25 წელი უსრულდება – წერს MacGeneration–ის მიმომხილველი კრისთოფ ლაფორტე (Christophe Laporte) – უკვე ძნელი წარმოსადგენია 2009 წლის Apple Expo.“

    წყარო: MacGeneration

  • iPhone 3G-ის ვიდეოკონფერენციების და GPS-ის მხარდაჭერა ექნება?

    ვებ–საიტმა MacRumors–მა საკუთრ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია iPhone–ზე 3G ქსელების მხარდაჭერით, რომელიც, ანალიტიკოსების უმეტესობის აზრით, წარმოდგენილი იქნება Apple–ის შემქმნელთა კონფერენციაზე Worldwide Developer Сonference 2008, რომელიც სან–ფრანცისკოში 9–13 ივნისს გაიმართება.

    MacRumors–ის წყაროების მონაცემებით, ტელეფონის ახალ მოდელს, მესამე თობის ქსელების მხარდაჭერის გარდა, ექნება ნაკლები მასა და რამდნიმე ფერში გამოვა. მოწყობილების შექმნისას ინჟინრებმა ყურადღება მის მულტიმედიურ შესაძლებლობებზე (კერძოდ ვიდეოს ჩაწერაზე) გაამახვილეს. სიახლეს ექნება ვიდეოკონფერენციების და GPS–ის მხარდაჭერა, ხოლო ფასი იქნება 499$ 16 გიგაბაიტიანი მოდელისთვის და 699$ 32 გიგაბაიტიანისთვის.

    Digg.com–ის დამფუძნებელი ქევინ როუზი (Kevin Rose) TechTV–ზე თავის ვიდეოპოდკასტში ირწმუნება, რომ მისი მონაცემებით, WWDC–ზე წარმოადგენენ iPhone–ის ახალ მოდელს, რომელიც 200$ ეღირება. არ იტყობინებიან, როუზის დაპირებული მოდელი იქნება საბიუჯეტო, თუ ასეთი დაბალი ფასი ოპერატორის სუბსიდიებით იქნება განპირობებული.

    წყარო: MacRumors