Blog

  • Office suite iPhone-ისთვის

    iZozo გთავაზობთ სამ სერვისს Zoho Writer, Sheet და Show, რომლებიც დოკუმენტების, ცხრილებისა და პრეზენტაციების ნახვის საშუალებას მოგცემენ. ამჟამად მხოლოდ დოკუმენტების რედაქტირებაა შესაძლებელი. მაგრამ შემქმნელები ირწმუნებიან, რომ უკვე მუშაობენ რამდენიმე ფუნქციის დახვეწაზე და მალე ცხრილების და პრეზენტაციების რედაქტირების შესაძლებლობებსაც დაამატებენ.

    ცოტა ხნის წინ შექმნილი განახლება მხოლოდ ინტერფეისის შეცვლის შესაძლებლობას იძლეოდა. სერვისის ჩასართავად iPhone–ის ბრაუზერში გადადით ბმულზე izoho.com. თქვენ ასევე შეგიძლიათ დემო–როლიკის ხილვაც.

  • Euro2008 — ევრო 2008-ის ყველა თამაშის განრიგი

    Euro2008 — არის სრულყოფილი გზამკვლევი ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ამ დამატების გაშვების შემდეგ, შესძლებთ ენის არჩევას: იტალიური, ინგლისური და გერმანული. შემდეგ მოხვდებით ძირითად მენიუში, სადაც შემდეგ პუნქტებს იხილავთ: ტურნირის მატჩების განრიგი, ჯგუფები, გამარჯვებულები, საუკეთესო ბომბარდირები, სტადიონები და ა.შ. ერთ–ერთი მათგანის არჩევის შემდეგ, მიიღებთ სრულ ინფორმაციას არჩეულ ენაზე, თუმცა მატჩების განრიგი მხოლოდ ინგლისურადაა ხელმისაწვდომი.

    ამჟამად შემქმნელები ეძებენ ხალხს დამატების სხვადასხვა ენებზე ლოკალიზაციისთვის.

    რეპოზიტორიუმი: http://repo.ispazio.net

  • Movistar აპირებს ესპანეთში iPhone-ის ოფიციალური გაყიდვების დაწყებას

    ჩვენ უკვე მოგითხრეთ იმის თაობაზე, რომ Telefonica აპირებს ესპანეთში iPhone–ის ოფიციალური გაყიდვების დაწყებას. თუმცა Movistar–ის საიტზე აღმოჩნდა ახალი განყოფილება. ბოლო დროს თვალში საცემია სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ოპერატორების მიერ iPhone–ის გავრცელების ტენდენცია.

    დავუბრუნდეთ Movistar–ს. ერთ–ერთმა ესპანურმა ბლოგმა აღმოაჩინა ნახსენები განყოფილება, რომელშიც iPhone–ის მომხმარებლებს სთავაზობდნენ ახალი ამბების დაგზავნაზე ხელმოწერას. რაშია საქმე? ადმინისტრატორები შეცდნენ და ადრე მოუვიდათ განზრახვების გამჟღავნება? თუ ეს ყოველივე ჩემი წარმოსახვის ნაყოფია?

    P.S. Movistar–მა თავის საიტზე უკვე დახურა აღნიშნული გვერდი.

  • სქრინშოთი App Store-იდან

    ერთი მომხმარებელი apple.com საიტზე მოგზაურობისას წააწყდა ამ სქრინშოთს. ერთი თვალის შევლებით მივდივართ დასკვნამდე, რომ გამოსახულებაზე სხვა არაფერია, თუ არა ახალი Mac AppStore. სავარაუდოდ ეს iPhone–ის ახალი პროფილის რეგისტრაციაა.

    შეგახსენებთ, რომ 2008 წლის მარტში კომპანია Apple–მა განაცხადა, რომ მომავალში თავად მართავს iPhone/iPod Touch–ის დამატებების გავრცელებას და რეალიზაციას. ეს შესაძლებელი გახდება Application Store მომსახურების მეოხებით, რომლის გაშვებაც ივნისში იგეგმება. სამწუხაროდ, iPod Touch–ის მფლობელებს, სავარაუდოდ, თავიანთი გაჭოლვის 2.0 ვერსიამდე განსაახლებლად AppStore –ში მცირედი თანხის გადახდა მოუწევთ.

  • Apple-მა გამოუშვა Mac OS X 10.5.3

    Apple–მა საოპერაციო სისტემა Leopard–ის განახლების ფინალური ვერსია – Mac OS X 10.5.3 გამოუშვა. განახლება ორ ვარიანტშია ხელმისაწვდომი: Mac OS X 10.5.3 Update (ფაილის ზომა — 420 მბ) — Mac OS X 10.5.2–ში მომუშავე სისტემებისთვის და Mac OS X 10.5.3 Combo Update (536 მბ) — Leopard–ის ნებისმიერ ვერსიაზე.

    განახლებაში აღმოფხვრილია გაუმართაობები Address Book–ში, AirPort–ში, Automator–ში, iCal–ში, iChat–ში, Mail–ში, Parental Controls–ში, Spaces–ში, Time Machine–ში, VoiceOver–ში და ოპერაციული სისტემის სხვა კომპონენტებში, იგი აუმჯობესებს Screensaver–ების, USB–მოწყობილობების, Wi-Fi–ის მუშაობას, შრიფტ Helvetica–ის აღქმას, აფართოებს RAW–ფორმატების მხარდაჭერას ციფრული ფოტოკამერებისთვის და სხვ.

    Mac OS X 10.5.3–ის სიახლეების სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ Apple.com (ინგლ.) ვებსაიტის ამ გვერდზე.

    განახლების დაყენება შესაძლებელია სისტემური პროგრამის Mac OS X Software Update–ის გამოყენებით.

    წყარო: Apple