მოქმედების თანმიმდევრობა:
- გადმოტვირთეთ და დააყენეთ Senuti საიტიდან;
- მიუერთეთ iPhone/iTouch Mac-ს;
- პროგრამა მონიშნავს კომპოზიციებს, რომლებიც არ არის iTunes-ში;
- საჭირო კომპოზიციები მონიშნეთ ხელით და დააჭირეთ ღილაკს „Transfer“;
- მორჩა.
მოქმედების თანმიმდევრობა:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=bmHGUKjNyHU[/youtube]
Hudsont Trix – საინტერესო ხუმრობების კოლექციაა iPhone/iPod Touch-ისათვის, რომელთა საშუალებითაც შეგიძიათ გაეხუმროთ მეგობრებს. გატეხილი ეკრანის ეფექტი, და სხვა მრავალი კარგა ხნით გაგართობთ.
ამ დღეებში განახლდა რეპოების ნაკრები Community Sources 3.84 ვერსიამდე. დაემატა წყარო iSpazio. ამგვარად, ამ მომენტისათვის Community Sources შედის რეპოები: BigBoss, iSpazio, ModMyiFone, RiP Dev და Ste Packaging.
გაიხარე მუშავ, წამებულო! :)
ადრე შეგატყობინეთ (ვიდეოროლიკის დემოსტრაციაც კი მოხდა) iPhone/iPod–ში Quake2–ის პორტირების შესახებ. სამწუხაროდ შემქმნელები ტესტირებას დასჯერდნენ და თამაშის რელიზის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. კანადურმა IUGO mobile entertainment–მა შექმნა მშვენიერი პირველი პირის შუტერი iPhone–ისთვის. ავტორების სიტყვებით, გეიმერები უახლოეს მომავალში იხილავენ მას.
თამაშის სახელწოდებაა Revolt. მართვა აქსელერომეტრის და მულტისენსორული ეკრანის საშუალებით ხდება, ანუ ტელეფონის სასურველი მიმართულებით დახრის შემდეგ, თქვენი გმირი სასურველ მოქმედებას შეასრულებს. სროლა ავტომატურია, მაგრამ დისპლეიზე დაჭერით შეგიძლიათ ხელით მართვაზე გადასვლა.
შემქმნელების სიტყვებით, თამაში 100%–ით გამოვა და App Store–ით გავრცელდება. მანამდე კი შეგიძლიათ დემო–როლიკით დატკბეთ.
კომპანია Hutchison Telecommunications International Ltd–მა, აზიაში მობილური კავშირის ერთ–ერთმა მსხვილმა ოპერატორმა განაცხადა, რომ Apple–თან გააფორმა ხელშეკრულება ჰონკონგის და მაკაოს ტერიტორიაზე iPhone–ის ოფიციალური გაყიდვების დაწყების თაობაზე.
ჯერჯერობით დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.