შესანიშნავი შვიდეული, ანუ ჩემი სევდიანი ბლოგის შესახებ

timthumb

გამარჯობა მკითხველო,

აი ასე, ნელ-ნელა, ტაატ-ტაათითა და ჩოჩიალით მოვაღწიეთ ამ ბლოგის მეშვიდე დაბადების დღემდე. თუმცა, ეს თარიღი არა დღეს, არამედ 27 ივნისს იყო, ანუ სამი დღის წინ. შესაძლოა, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ამ ბლოგის აქტუალობა სულ უფრო კლებულობს, ჩემს თვალშიც კი. რა გასაკვირია, რომ მკითხველიც ათაში ერთხელ თუ შემოივლის აქ, ისიც შემთხვევით, გზააბნეული. Continue reading

Posted in ბლოგის სიახლენი | Tagged | Comments Off on შესანიშნავი შვიდეული, ანუ ჩემი სევდიანი ბლოგის შესახებ

WWDC 2014 — მოლოდინები და შედეგები

გამარჯობა, მეგობრებო. დიდი, ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია საკუთარ ბლოგში, მითუმეტეს, Apple-ის თემატიკაზე. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა/აქვს, რაზეც ალბათ სხვა დროს დავწერ. მოდი, ახლა იმ თემას მივხედოთ, რაც სათაურში გამოვიტანე და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დღეებში.

დავიწყოთ იმით, რომ Apple-ის სპეციალური ღონისძიებები უკვე მრავალი წელია რაც ტარდება, მათ შორის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. მასზე როგორც წესი წარმოადგენენ ხოლმე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის დიდ განახლებებს და ხანდახან აპარატურული უზრუნველყოფის განახლებასაც მიაშველებენ ხოლმე. ასეთი ღონისძიებების კოლექტიური ყურება მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე ტრადიციად იქცა და არც ქართული Apple-საზოგადოება ჩამორჩება მსოფლიოს.  2008 წლიდან, კერძოდ 1 აპრილიდან ჩაეყარა საფუძველი ჩვენს შეკრებას. ეს ხან რომელ კაფე-რესტორანში ხდებოდა და ხან — რომელში. მთავარია, ინტერნეტი ყოფილიყო გამართული. მერე ორიოდე წლით ჩავარდა შეკრების ტრადიცია, რაც ფრიად სამწუხაროა. მაგრამ აი, უკვე წლევანდელი წლიდან ჩვენ შევეცდებით აღარ ცავაგდოთ არცერთი ღონისძიება და რეგულარულად შევიკრიბოთ. ამჯერად შეკრების ადგილი არცერთი თბილისური საზ. კვების ობიექტი არ გამხდარა, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გვიმასპინძლა. ამ შეკრების ამსახველ ფოტოებს სხვა სტატიაში შემოგთავაზებთ, ამჯერად იმას გეტყვით, რომ სამწუხაროდ ხალხის ის ოდენობა, რომელმაც თავდაპირველად სურვილი გამოთქვა მოსვლაზე, ვერ/არ მოვიდა. მოკლედ, ოციოდე კაცი შევიკრიბეთ და დაველოდეთ ღონისძიების ვიდეო-ტრანსლაციის დაწყებას.

ჩვეულებისამებრ, კონფერენციის საკვანძო პრეზენტაცია კომპანიის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა გახსნა. ტრადიცია, CEO-ს მიერ პრეზენტაციის წაყვანისა, ჯერ კიდევ სტივ ჯობსისგან მოდის და უცვლელად ხორცილედება უკვე მრავალი წელია. ჩვენ მოგვიანებით, ან თუნდაც ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რითი იყო ეს კონფერენცია გამორჩეიული, განსხვავებული და რატომ აღარ არის Apple ის კომპანია, რომელსაც ჩვენ სტივ ჯობსის დროს ვიცნობდით. კარგია, თუ ცუდი, ამას ჩვენ ალბათ რამოდენიმე წლის შემდეგ გავიგებთ.

წელს იყო მოლოდინები, რომ პროგრამულთან ერთად, აპარატურულსიახლეებსაც მივიღებდით 2 ივნისს. თუმცა ეს არ დადასტურდა და 2 საათიანი პრეზენტაცია მხოლოდ საოპერაციო სისტემების საკმაოდ დიდ ცვლილებებს დაეთმო.

აქცენტი გადატანილი იყო იმ სიახლეებზე, რომლებიც დეველოპერებისათვის იქნება მნიშვნელოვანი და რომლებიც განსაზღვრავენ იმ კურსს, რომელიც Apple-მა აირჩია უახლოესი რამოდენიმე წლისათვის. ამის შეფასება ამ ეტაპზე ცოტა ძნელია, თუმცა ის ხელსაწყოები, რაც ღონისძიებაზე აჩვენეს, შესაძლებლობას მოგვცემს შექვმნათ ისეთი რამეები, რაც Android-ზე გაცილებით გვიან გამოჩნდება.

ახლა მოდი თანმიდევრულად მივყვეთ წარმოდგენილ სიახლეებს.

Continue reading

Posted in Apple | Tagged , | Comments Off on WWDC 2014 — მოლოდინები და შედეგები

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E04]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E04]
/

მოგესალმებით მეგობრებო! სამკვირიანი პაუზის შემდეგ, მე კვლავ განვაახლე ჩემი პოდკასტის მაუწყებლობა. თუ რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში ჩემს გარშემო, დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით.

  1. რატომ გავყიდე Motorola Moto G
  2. გადაცემების ჩაწერის ტექნიკური მომენტების შესახებ: რატომ აუდიო-ინტერფეისი და არა მიქშერი, ანუ რატომ გავყიდე Berhinger
  3. ჩემი მოსაზრებები კარენ ბლუმენტალის წიგნის — „სტივ ჯობსი — სხვაგვარად მოაზროვნე“-ის შესახებ

ყველაფერი ამის შესახებ დღევანდელ გადაცემაში! დიდი მადლობა, რომ მისმენთ!

დარჩით ჩვენთან!

Posted in | Tagged | 6 Comments

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E03]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E03]
/
მოგესალმებით მეგობრებო! ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, მე კვლავ განვაახლე ჩემი პოდკასტის მაუწყებლობა. თუ რა მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩემს გარშემო, დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით.

Continue reading

Posted in | Tagged | Leave a comment

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E02]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E02]
/
Podcast Cover New

მოგესალმებით მეგობრებო! ერთ თვიანი პაუზის შემდეგ, მე კვლავ განვაახლე ჩემი პოდკასტის მაუწყებლობა. თუ რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში ჩემს გარშემო, დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით.

Continue reading
Posted in | Tagged | 4 Comments

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E01]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E01]
/
Podcast Cover New

მოგესალმებით მეგობრებო! ძალიან დიდი ხნის პაუხის შემდეგ, მე კვლავ განვაახლე ჩემი პოდკასტის მაუწყებლობა. ახალი სამსახური, ახალი პროექტები,  ახალი თანამშრომელბი, სხვა სახის პასუხისმგებლობა —  მოკლედ, ყველაფარი იმის შესახებ, თუ რა მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემს თავს.

Continue reading
Posted in | Tagged | Leave a comment

ჩემს, ჩემი ბლოგისა და სხვა საკითხების გარშემო

მოგესალმებით, მეგობრებო!

დიდი, ძალიან დიდი ხანია არ დამიწერია ჩემს ბლოგში არაფერი. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ აუდიო-პოდკასტების ჩანაწერებს ვდებდი ხოლმე ორშაბათობით. ბოლო რამდენიმე კვირაა ესეც არ გამიკეთებია, თუ არ ჩავთვლით Tbilisi StartUp Weekend-ისადმი მიძღვნილ ორ ჩანაწერს.

საბოლოო ჯამში, ისევ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ადამიანმა ხელში კვლავ აიღო კალამი კი არადა კლავიატურა და წერა განაახლო.

დავიწყოთ იმით, რომ წლევანდელი წელი დიდად სახარბიელო არ გამოდგა ჩემთვის. ჯერ ერთი, რომ მეუღლეს დავშორდი. 3.5 წელი ერთად ცხოვრების შემდეგ. მძიმეგადასატანი და აღსაქმელი გამოდგა ეს ჩემთვის. თუმცა თქვენი ნებართვით, დეტალებისგან თავს შევიკავებ.

მერე მოხდა ის, რასაც ყველა მეტ-ნაკლებად ველოდით, მაგრამ ბოლომდე არ გვჯეროდა მაინც. მე და კიდევ რამოდენიმე ადამიანი წამოვედით GO! Electronics-იდან. ასე გადაწყვიტა კომპანიამ და ჩვენს ვფიქრობ ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ კომპანიაში. თუმცა გულზე ხელის დადებით შემიძლია ვთქვა, რომ ის 2 წელი, რაც ამ კომპანიაში გავატარე, ყოველთვის სასიამოვნოდ დაჩება ჩემთვის. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და როგორც ყოველთვის, ჩემი ცხოვრების მდინარეში ახალ კვალს გავყევი.

უმუშევარი დიდხანს არ დავრჩენილვარ, აგერ უკვე 1 თვეა ვმუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფრიად საინტერესო და საპასუხისმგებლო სამსახურში. და მე ეს მომწონს! მომწონს იმიტომ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების გარდა, შეხება მაქვს ჩემს ძირითად და პროფესიულ საქმიანობასთან, ფინანსებთან.

პარალელურად, ვმუშაობ გაზეთ ნავიგატორში და ყოველ ნომერში 1 გვერდი სრულიად ჩემია. ჰო მართლა, სამშაბათისთვის უნდა მოვასწრო მორიგი დიდი სტატია :)

ფულის საკითხშიც კარგად ვარ. ანუ იგულისხმება, რომ არავის ვალი მე არ მაქვს და არავის კიდევ ჩემი. რაც ფრიად მახარებს. ხელფასი რაც მაქვს, მყოფნის. მრჩება კიდეც :)

მაქვს რამდენიმე იდეა, რომელის განხორციელებასაც ვაპირებ უახლეს დროში. რათქმაუნდა ეს ეხება კვალვ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებაც ძალიან გამიტაცა.

მოკლედ, ვცოვრობ წყანარდ, მშვიდად. ვერთობი ისე, როგორც მე მინდა. ფულს ვხარჯავ იმაში, რაც მე მინდა. ანუ კარგად.

აი, ბედნიერება, რასაც ქვია, სად არის, არ ვიცი ჯერ…

Posted in ბლოგის სიახლენი | 2 Comments

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E09]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E09]
/
Podcast Cover New

მოგესალმებით მეგობრებო! დღეს გთავაზობთ კიდევ ერთ სპეციალურ გამოშვებას, რომელიც არ ჯდება ჩემი პოდკასტის ტრადიციულ ფორმატში. როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას ჩატარდა Tbilisi StartUp Weekend. გადაცემის სტუმარია ბატონი ლადო გურგენიძე, ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

Continue reading
Posted in | Tagged | 4 Comments

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E08]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E08]
/
Podcast Cover New

მოგესალმებით მეგობრებო! დღევანდელი გადაცემა აშკარად განსხვავდება სხვა ჩემი გადაცემებისაგან. თქვენ მოისმენთ ჩემი აზრით, ფრიად საინტერესო ინტერვიუს ბატონ გოგა მელიქიძესთან, ლიბერთი კაპიტალის დირექტორთან და სმარტექსის გენერალურ დირექტორთან. თუ რაზე ვისაუბრეთ ბატონ გოგასთან, ამაზე დეტალურად ქვემოთ.

Continue reading
Posted in | Tagged | Leave a comment

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E07]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E07]
/
Podcast Cover New

მოგესალმებით მეგობრებო! კიდევ ერთი ორკვირიანი ჩაგდების შემდეგ ვაგრძელებ ჩემი მონო-პოდკასტის ჩაწერას. დღევანდელ გადაცემაში უფრო მეტი დრო დაეთმო ტექნიკურ თემებს, ვიდრე პირადი ცხოვრების ამსახველ მოვლენებს.

Continue reading
Posted in | Tagged | 2 Comments