Blog

  • მესამე კვარტალის ფინანსურ შედეგებს Apple-ი გამოაცხადებს 25 ივლისს

    როგორც Apple-ი იუწყება, იგი მესამე კვარტალის ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს 2007 წლის 25 ივლისს.

    გასული კვარტალი, რომელიც გრძელდებოდა აპრილიდან ივნისის ჩათვლით, გამოირჩეოდა პორტატული კომპიუტერების MacBook და MacBook Pro-ს განახლებით, ვიდეოსთან სამუშაო პაკეტის Final Cut Studio-ს ახალი ვერსიის გამოშვებით. მაგრამ მთავარი მოვლენა, რაღათქმაუნდა, გახდა კომპანიის ისტორიაში პირველი მობილური ტელეფონის iPhone-ის გამოშვება.

    გასული ფინანსური კვარტალი მორიგი რეკორდული კვარტალი გახლდათ — ამ პერიოდში კომპანიამ გაყიდა 1 517 000 კომპიუტერი Mac-ი და 10 549 000 დამკვრელი iPod-ი, რაც შესაბამისად 36 და 24% მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. შედეგების გამოცხადებისას Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა პიტერ ოპენჰეიმერმა (Peter Oppenheimer) განაცხადა, რომ მესამე კვარტალში ელოდებიან შემოსავლებს $5,1 მილიარდის ოდენობით, მოგებას – $0.66 თითოეულ აქციაზე გადაანგარიშებით.

    წყარო: Apple

  • Apple-ი iPhone nano-ს გამოუშვებს?

    კომპანია JP Morgan-ის ანალიტიკოსი კევინ ჩენგი (Kevin Chang) ამტკიცებს, რომ ამასწინდელი პატენტი, რომელიც აიღო Apple-მა, მიუთითებს iPod nano დამკვრელისათვის აქსესუარის გამოშვებაზე, რომელიც მოგცემთ საშუალებას განახორციელოთ სატელეფონო ზარები.

    საპატენტო განაცხადში, რომელიც 5 ივლისს გამოქვეყნდა, Apple-ი აღწერს ტექსტური და სატელეფონო ინტერფეისის Clickwheel ელემენტით მართვას. კომპანიის განცხადებით, ამ მოწყობილობის საშულებით, მომხმარებელი შეძლებს აკრიფოს ტელეფონის ნომერი და შეიყვანოს ტექსტური მონაცემები, ავტომატური მოკარნახეს საშუალებით.

    ჩენგი ამტკიცებს, რომ Apple-ი გარდაქმნის iPod nano-ს 300 დოლარის ღირებულების ტელეფონად. ანალიტიკოსის აზრით, ასეთი ნაბიჯი – ერთადერთი შესაძლებლობაა Apple-სთვის გამოუშვას იაფი ტელეფონი, რომელიც არ გახდება iPod nano-ს კონკურენტი.

  • iPhone-ი გაიყიდა. სულ.

    ამ მომენტისათვის, აშშ-ის ტერიტორიაზე განთავსებული Apple-ის 162 მაღაზიიდან მხოლოდ ორში, პიტსბურგში და ტაიგარდში განთავსებულებში შემორჩა iPhone-ი. ამის შესახებ იტყობინება Apple-ის სპეციალური ვებ-გვერდი.

    29 ივნისიდან დაწყებული სულ უფრო მეტი მაღაზია იტყობინებოდა საქონლის გამოლევაზე. გამორიცხული არაა, რომ მათ დროულ შევსებას ხელი შეუშალა გუშინწინდელმა დღესასწაულმა (4 ივლისი – აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე). ამ ეტაპზე კომპანია არ იტყობინება, თუ როდის გამოჩნდება კვლავ გაყიდვაში iPhone-ი.

    Apple-ის ვებ-მაღაზია თავის კლიენტებს საქონლის მიწოდების ვადებად უსახელებს 2-დან 4 კვირას.

  • სამ დღეში Apple-მა გაყიდა ნახევარი მილიონი iPhone-ი!

    როგორც Cnet-ი გვატყობინებს, ღია გაყიდვაში გამოსვლიდან სამ დღეში Apple-მა გაყიდა ნახევარი მილიონი აპარატი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ანალიტიკური კომანიის Piper Jaffray-ს ექსპერტები. პარასკევის, 29 ივნისის საღამოს 6 საათიდან, შაბათის, 30 ივნისის ჩათვლით, ამერიკელებმა შეიძლინეს 200 ათასი iPhone-ი. კვირის სარამოსთვის გაყიდვების რაოდენობამ 500 ათას ცალს მიაღწია. ყველაზე პოპულარული მოდელია 8 გბაიტიანი iPhone-ი 600 დოლარად. ოთხგიგაბაიტიანი მოდელი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები ღირს (500 დოლარი).

    დამკვირვებლები აღნიშნავენ Apple-ის სატანადო მომზადებას: მიუხედავად რიგებისა და აჟიოტაჟისა, არცერთი მყიდველი ხელცარიელი არ წასულა მარაზიიდან. პრობლემები წარმოეშვა AT&T-ს მაღაზიათა ქსელს. შეგახსენებთ, რომ შეთანხმების თანახმად iPhone-ით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ AT&T-ს ფიჭური ქსელის აბონენტებს.

    iPhone-ი გახდა ყვალზე პოპულარული გაჯეტი სამომხმარებლო ელექტროსაქონელის ისტორიაში. მისი ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ მარტო მისმა ანონსმა გამოიწვია Apple-ის აქციების ფასების ზრდა, ხოლო შემდგომში გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოშვების შესაძლო გადადების შესახებ მოახდინა აქციების ფასის დაცემის პროვოცირება. iPhone-ის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ღილაკების არქონა – კომუნიკატორის ყველა ფუნქციის მართვა ხორციელდება სენსორული ეკრანის მეშვეობით.

  • საძიებო მოთხოვნები სიტყვა iPhone-ის გამოყენებით რამდენჯერმე გაიზარდა

    კვლევითი ფირმა Hitwise-ი იტყობინება, რომ 26 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით საძიებო მოთხოვნებმა სიტყვა iPhone-ის გამოყენებით მოიმატა 583 პროცენტით.

    ძიების შედეგად, მომხმარებლები ყველაზე ხშირად გადადიოდნენ Apple-ის საიტზე – 54,4%. მეორე ადგილზეა AT&T. ხუთეულში აგრეთვე შედიან Wikipedia, Engadget და My Space. ყველაზე მეტად მომხმარებლები ეძებენ ინფორმაციას ფასების და გაყიდვების დაწყების შესახებ.

    Hitwise-ი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Apple-ის საიტის დამთვალიერებელთა რაოდენობა გაიზარდა 185 პროცენტით.