Blog

  • iSight-ს ახალ MacBook Pro-ში გააჩნია გარჩევადობა 1,3MP

    ECamm-ის შემქნელების ბლოგზე Mac Daddy World განთავსებული შეტყობინება ამტკიცებს, რომ Apple MacBook Pro-ს ახალი მოდელებში, რომლებიც აგებულია Intel Santa Rosa-ს ლოგიკაზე, ჩაყენებულია ახალი კამერა 1,3 მეგაპიქსელის გარჩევადობით.

    ადრინდელ მოდელებში გამოიყენებოდა კამერა VGA გარჩევადობით (640×480 პიქსელი, ანუ 0,3 მეგაპიქსელი).

    იმ დროს, როდესაც iSight-თან მომუშავე პროგრამებს შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ 640×480 პიქსელის გარჩევადობის გამოსახულება, მაღალგარჩევადობის გამოსახულების გამოყენება რეალიზებული იქნება სხვა კომპანიების პროგრამულ უზურუნველყოფაში.

  • Aplle-ის თანამშრომლები iPhone-ებს უფასოდ მიიღებენ?

    ვებ-საიტის ThinkSecret-ის ინფორმაციით, Aplle-ის უფროსმა სტივ ჯობსმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კომპანიის თანამშრომლები უფასოდ მიიღებენ 8 გბაიტიან iPhone-ებს.

    ტელეფონის ბედნიერი მფლობელები გახდებიან ის თანამშრომლები, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ მთლიან განაკვეთზე და აგრეთვე ისინი ვინც მუშაობს ნახევარგანაკვეთზე, მაგრამ 1 წელზე მეტი ხანია.

    ტელეფონები გადაეცემათ ალბათ უფრო ივლისის ბოლოსკენ, როდესაც შედარებით ჩაცხრება აჟიოტაჟი. დღეისათვის წარმოებულია უკვე დაახლოებით 3 მილიონი ცალი iPhone-ი.

  • რიგები iPhone-ზე

    როგორც უკვე იცით, ხვალ, პარასკევს იწყება iPhone-ის გაყიდვა. მთელი მსოფლიო შეიშალა უკვე, ხალხი რიგებს წინდაწინ იკავებს.

    აი, ნახეთ რა ხდება ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განთავსებულ Apple-ის მაღაზიასთან. ორმა სოფლელმა ჯეელმა წინდაწინ გადაწყვიტა რიგის დაკავება. მაღაზიასთან დაიდგეს გასასშლელი სკამები, მოიმარაგეს გამაგრილებელი სასმელები და ბანანები. ერთ-ერთმა მათგანმა პირველ დღეს „სამი დალიე“-ს ჰანგებზე უკვე მოასწრო კარგად გამობრუჟუნება და მოუთხრო რეპორტიორებს, რომ თურმე მეგობარი გოგონა არ ჰყოლია (ნეტა რა გასაკვირია)! თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული სუბიექტები სულაც არ ჰგვანან ვაშის მოყვარულ ესთეტებს. მაგრამ რას ვიზამთ, iPhone-ი განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრზე!

  • iPhone-ის გამოსვლამდე დარჩა…

    აქ ადრე იყო ჩანაწერი. ბუა მოვიდა და ჩაყლაპა.

  • ბლოგის ახალი დეკორაცია

    სალამი მეგობრებო!

    როგორც ხედავთ, ჩემს ბლოგს ახალი ე.წ. „Theme“, ანუ დეკორაცია აქვს. მართალია მე სპილომ გადამიარა ხელოვნების „ორგანოებზე“, მაგრამ ქსელში კეთილ ხალხს რა გამოლევს! გუშინ ვათვალიერებდი დეკორაციებს და საბოლოოდ ამ ვარიანტზე შევჩერდი! იმედია თქვენც მოგეწონებათ. თანაც ბლოგი ხომ ნაწილობრივ მაკინტოშს ეხება? ხოდა სრულიად მისაღები იქნება, ჩემი აზრით.

    მოკლედ, ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს!