Blog

  • დელფის ორშაბათის პოდკასტი [S04E01]

    დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
    დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
    დელფის ორშაბათის პოდკასტი [S04E01]
    Loading
    /
    Podcast Cover New

    მოგესალმებით მეგობრებო!

    თითქმის 9 თვიანი პაუზის შემდეგ მე განვაახლე ჩემი მონო-პოდკასტის მაუწყებლობა! და როგორც ამას უშუალოდ გადაცემაში მოისმენთ, მაქსიმალურად შევეცდები, რომ მთელი წლის განმავლობაში 50 გამოშვება ჩავწერო. აი დღევანდელი გადაცემის თემები:

    • რატომ შევწყვიტე პოდკასტის ჩაწერა ამდენი ხნით (ორიოდე სიტყვით, დეტალების გარეშე);
    • მე გავხდი ლექტორი;
    • 1C-ის დანერგვა უნივერსიტეტში;
    • ილიას უნივერსიტეტისა და საჯარო ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის შესახებ;
    • iPhone 6-ის შეძენა და ჩემი შთაბეჭდილებები;
    • ძველ მაკზე SSD-დისკის დაყენების შესახებ;
    • GeMUG-ის ჯგუფისა და FB-გვერდის განვითარების შესახებ;
    • 2015 წლის გეგმები;

    ყველაფერი ამის შესახებ დღევანდელ გადაცემაში! დიდი მადლობა, რომ მისმენთ!

  • WordPress-ის უსაფრთხოების განახლება 4.0.1

    WordPress-ის უსაფრთხოების განახლება 4.0.1

    რამოდენიმე საათის წინ გამოვიდა WordPress-ის განახლება, 4.0.1. ყველას გირჩევთ დაუყოვნებლივ დააყენოთ ეს განახლება.

    მისი საშუალებით სწორდება 20-ზე მეტი შეცდომა, რომლებიც ეხება არა მარტო 4.0 ვერსიას, არამედ წინამორბედებსაც. ერთ-ერთი გასწორება ეხება XSS-მოწყვლადობას, რომელიც ბოროტმოქმედს საშუალებას აძლევს გუშვას ნებისმიერი JavaScript-კოდი 3.9 და უფრო ძველ ვერსიებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ WordPress (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამული პროდუქტი), ყოველთვის დროულად უნდა განახლდეს.

    მიუხედავად იმისა, რომ WordPress-ის დეველოპერების გუნდი მხოლოდ ბოლო ორი ვერსიის მხარდაჭერას ახორციელებს (დღეისათვის 4.0 და 3.9), მიღებული იქნა გადაწყვეტილება უფრო ძველი ვერსიებისათვისაც გამოსულიყო განახლება. შედეგად გამოვიდა 4.0.1, 3.9.3, 3.8.5 и 3.7.5 განახლებები.

    სისტემის ფონური განახლებები ხელმისაწვდომია 3.7 ვერსიიდან და ამ დროისათვის ყველა საიტი, რომელიც ამ და ყველა შემდეგომ ვერსიაზე მუშაობს, უკვე განახლებული იქნება. თუ თქვენი საიტი ჯერ კიდევ არ განახლებულა, გირჩევთ ეს ხელით გააკეთოთ. ამისათვის შედით: Dashboard —> Updates სექციაში და დააჭირეთ განახლების ღილაკზე.

  • Silentium Universi, სამყაროს მდუმარება

  • შესანიშნავი შვიდეული, ანუ ჩემი სევდიანი ბლოგის შესახებ

    timthumb

    გამარჯობა მკითხველო,

    აი ასე, ნელ-ნელა, ტაატ-ტაათითა და ჩოჩიალით მოვაღწიეთ ამ ბლოგის მეშვიდე დაბადების დღემდე. თუმცა, ეს თარიღი არა დღეს, არამედ 27 ივნისს იყო, ანუ სამი დღის წინ. შესაძლოა, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ამ ბლოგის აქტუალობა სულ უფრო კლებულობს, ჩემს თვალშიც კი. რა გასაკვირია, რომ მკითხველიც ათაში ერთხელ თუ შემოივლის აქ, ისიც შემთხვევით, გზააბნეული. (more…)

  • WWDC 2014 — მოლოდინები და შედეგები

    გამარჯობა, მეგობრებო. დიდი, ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია საკუთარ ბლოგში, მითუმეტეს, Apple-ის თემატიკაზე. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა/აქვს, რაზეც ალბათ სხვა დროს დავწერ. მოდი, ახლა იმ თემას მივხედოთ, რაც სათაურში გამოვიტანე და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დღეებში.

    დავიწყოთ იმით, რომ Apple-ის სპეციალური ღონისძიებები უკვე მრავალი წელია რაც ტარდება, მათ შორის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. მასზე როგორც წესი წარმოადგენენ ხოლმე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის დიდ განახლებებს და ხანდახან აპარატურული უზრუნველყოფის განახლებასაც მიაშველებენ ხოლმე. ასეთი ღონისძიებების კოლექტიური ყურება მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე ტრადიციად იქცა და არც ქართული Apple-საზოგადოება ჩამორჩება მსოფლიოს.  2008 წლიდან, კერძოდ 1 აპრილიდან ჩაეყარა საფუძველი ჩვენს შეკრებას. ეს ხან რომელ კაფე-რესტორანში ხდებოდა და ხან — რომელში. მთავარია, ინტერნეტი ყოფილიყო გამართული. მერე ორიოდე წლით ჩავარდა შეკრების ტრადიცია, რაც ფრიად სამწუხაროა. მაგრამ აი, უკვე წლევანდელი წლიდან ჩვენ შევეცდებით აღარ ცავაგდოთ არცერთი ღონისძიება და რეგულარულად შევიკრიბოთ. ამჯერად შეკრების ადგილი არცერთი თბილისური საზ. კვების ობიექტი არ გამხდარა, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გვიმასპინძლა. ამ შეკრების ამსახველ ფოტოებს სხვა სტატიაში შემოგთავაზებთ, ამჯერად იმას გეტყვით, რომ სამწუხაროდ ხალხის ის ოდენობა, რომელმაც თავდაპირველად სურვილი გამოთქვა მოსვლაზე, ვერ/არ მოვიდა. მოკლედ, ოციოდე კაცი შევიკრიბეთ და დაველოდეთ ღონისძიების ვიდეო-ტრანსლაციის დაწყებას.

    ჩვეულებისამებრ, კონფერენციის საკვანძო პრეზენტაცია კომპანიის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა გახსნა. ტრადიცია, CEO-ს მიერ პრეზენტაციის წაყვანისა, ჯერ კიდევ სტივ ჯობსისგან მოდის და უცვლელად ხორცილედება უკვე მრავალი წელია. ჩვენ მოგვიანებით, ან თუნდაც ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რითი იყო ეს კონფერენცია გამორჩეიული, განსხვავებული და რატომ აღარ არის Apple ის კომპანია, რომელსაც ჩვენ სტივ ჯობსის დროს ვიცნობდით. კარგია, თუ ცუდი, ამას ჩვენ ალბათ რამოდენიმე წლის შემდეგ გავიგებთ.

    წელს იყო მოლოდინები, რომ პროგრამულთან ერთად, აპარატურულსიახლეებსაც მივიღებდით 2 ივნისს. თუმცა ეს არ დადასტურდა და 2 საათიანი პრეზენტაცია მხოლოდ საოპერაციო სისტემების საკმაოდ დიდ ცვლილებებს დაეთმო.

    აქცენტი გადატანილი იყო იმ სიახლეებზე, რომლებიც დეველოპერებისათვის იქნება მნიშვნელოვანი და რომლებიც განსაზღვრავენ იმ კურსს, რომელიც Apple-მა აირჩია უახლოესი რამოდენიმე წლისათვის. ამის შეფასება ამ ეტაპზე ცოტა ძნელია, თუმცა ის ხელსაწყოები, რაც ღონისძიებაზე აჩვენეს, შესაძლებლობას მოგვცემს შექვმნათ ისეთი რამეები, რაც Android-ზე გაცილებით გვიან გამოჩნდება.

    ახლა მოდი თანმიდევრულად მივყვეთ წარმოდგენილ სიახლეებს.

    (more…)