PenguinPanic 2.5 — Update

Community Sources–ში მომხდარი განახლებების სერიის დასასრულს, ვისაუბროთ სახალისო სათამაშოს ახალი ვერსიის – PenguinPanic 2.5–ის შესახებ. სიახლეთაგან აღსანიშნავია შეცვლილი ხატულა და უფრო ლამაზი გრაფიკა. მთავარ მენიუში დამატებულია პუნქტები Info, Credit და Settings, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას თამაშის, ავტორისა და პარამეტრების შესახებ.

სხვათა შორის, Settings რატომღაც არააქტიურია, თუმცა ჩანს პინგვინის გაფერადების, ფონური თემის და თამაშის სირთულის არჩევის შესაძლებლობები. PenguinPanic შეგიძლიათ ნახოთ BigBoss–ის რეპოზიტორიუმის განყოფილებაში Games. წარმატებებს გისურვებთ!

თამაშის შესახებ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად ეწვიეთ ფორუმს: PenguinPanic 2.5