რა აკეთოს სტივ ჯობსმა სიკვდილის წინ

არსებობს ასეთი ფილმი – “Things to Do in Denver When You’re Dead”. საბედნიეროდ, პლანეტის ყველა დანარჩენ მცხოვრებს არა აქვთ ასეთი ხისტად მონიშნული ვადები სიცოცხლისა, როგორც ფილმის მთავარ გმირს. მიუხედავად ამისა, ცას, რომ იტყვიან, ვერავინ გამოეკერება და მაქსიმ, რასაც განგება გვიბოძებს, არის 70 წელი, მაქსიმუმ 100 წელი. არც თუ ისე ბევრია.

კომპანია Apple-ის აქციონერებისათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია – თემა “კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს სტივი” ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა. წინა კვირას, მაგალითად, სააგენტომ Bloomberg შეცდომით განათავსა სტივის ნეკროლოგი.შეცდომა მალე აღმოაჩინეს, მაგრამ არასასიამოვნო და უხერხული სიტუაცია იყო ნამდვილად. მეორე სიკვდილი სრულიად რეალური იყო – ამ დღეებში გარდაიცვალა დეივ ფრიმანი (Dave Freeman), ავტორი წიგნისა “100 Things to Do Before You Die”. Forbes-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ გარდაცვლილისათვის ცოტა უცნაური ხერხით. მათ გამოაქვეყნეს იმ ხუთი პუნქტისაგან შემდგარი სია, რომელიც უნდა გააკეთოს სტივმა გარდაცვალებამდე. მაშ ასე:

  • პლანშეტური კომპიუტერი. Apple-ი დროდადრო საუბრობს იმის შესახებ, რომ iPod touch-ი არ იქნება ერთადერთი მოწყობილობა, iPhone-თან ერთად, რომელშიც იარსებებს multi-touch ტექნოლოგია. Apple-ისაგან უკვე ყველა დიდი ხანია ელოდება ახალ პროდუქტს, რომელსაც აღწერენ როგორც თხელ, მსუბუქ ინტერნეტ-პლანშეტს ქსელში საძრომიალო, ვიდეოს საყურებელ და მულტიმედია შიგთავსის შესანახი ინტერფეისით.
  • ტელევიზორი. მართალია, Forrester Research-ის ანალიტიკოსებმა უარყვეს ეს იდეა, მაგრამ სხვები, მაგალითად Apple-ის ერთ-ერთი თანადამფუძნბელი, სტივ ვოზნიაკი, ვარაუდობს, რომ Apple-ი მუშაობს ტელევიზორის საკუთარი მოდელის გამოშვებაზე.
  • დისტანციური მართვა. Apple-მა ნაწილობრივ ეს იდეა უკვე განახორციელა, iPhone-ის და iPod touch-ისათვის დაწერილი პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია Mac-კომპიუტერზე და Apple TV-ზე მედია-შიგთავსის მარვა. სენსორული მართვის პულტი გახდება Apple-ის შემდეგი ნაბიჯი “ციფრული ბინის” დაპყრობაში.
  • ციფრული წიგნი. ელექტრონული წიგნი Kindle Amazon-ისაგან – საინტერესო მოწყობილობაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეიძჲნოთ წიგნები ინტერნეტ-მაღაზიაში ღილაკის ერთი დაჭერით. როგროც ჟურნალისტები ვარაუდობენ, ელექტრონული წიგნის წაკითხვის შესაძლებლობის არქონა iPod-ში შემთხვევეითი არაა.
  • პერსონალური კომპიუტერი – კიდევ ერთხელ. ჯობსს არ გამოუგონებია გრაფიკული გარსი და თაგუ, მან უბრალოდ პირველად ისტორიაში გამოიტანა ეს ტექნოლოგიები კომერციულ გაყიდვებში და ამით შეცვალა მთელი ბაზარი. ჯობს შეუძლია მოახდინოს კიდევ ერთი გლობალური გადატრიალება კომპიუტერულ ინდუსტრიაში.