რა გველის 2011 წელს

რა გველის 2011 წელს? თუ ძალიან გაგვიმართლებს, ზუსტად სამი წლის შემდეგ ვიხილავთ Microsoft-ის შემდეგი თაობის ახალ ოს-სს — ე.წ. Windows 7, რომელზეც ჯერ-ჯერობით არაფერი არაა ცნობილი, თუ არ ჩავთვლით განცხადებას შემუშავების სამწლიანი ვადის შესახებ. მზიანი კალიფრონიის კონკურენტების პერსპექტივები გაცლებით უფრო თვალწარმტაცია – Gartner-ის ანალიტიკოსების აზრით, იმავე 2011 წელს Apple-ის საბაზრო წილი აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში გაორმაგდება.

ასეთი წარმატების მიზეზი ორმაგია: ერთის მხრივ, სტაბილურად მზარდი მოთხოვნილება, მეორეს მხრივ – კონკურენტების უსუსურობა წარმოადგინონ შესაბამისი სიძლიერის პროდუქტები. Gartner-ი აგრეთვე ვარაუდობს, რომ 2012 წლისათვის პორტატული კომპიუტერების წილი მობილურ მოწყობილობებს შორის მხოლოდ ნახევარი იქნება – დიდი პოპულარობას მოიპოვებენ „ჯიბის ინტერენტ-კომუნიკატორები 400 დოლარად ან უფრო იაფად”.

ძალიან ჰგავს iPhone-ს, არა?