FoxNews-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ 27 იანვარს მხოლოდ ტაბლეტ-კომპიუტერის ჩვენებით არ შემოიფარგლება Apple-ი. არის ვარაუდი, რომ ნაჩვენები იქნება iPhone OS 4.0 და საოფისე პაკეტი iLife 2010-ი.
ასეთი „ტრიო“ სრულიად ლოგიკურია. მოარული ხმები იმის შესახებ, რომ პლანშეტური კომპიუტერი იმუშავებს iPhone OS-ის საკუთარ ვერსიაზე, დიდი ხანია არსებობს, ხოლო ბოლო დროს დაიწყეს იმაზეც საუბარი, რომ იქნება აგრეთვე iWork-ის სპეციალური ვერსიაც. თუ Apple-ი მართლაც გამოუშვებს ახალ iLife-ს, მაშინ ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს როგორც პლანშეტის, აგრეთვე Mac-ის გაყიდვებსაც.
მარტო iPhone OS თუ თვითონ device?
მაგაზეა ახლა მთელი გულისყური სამყაროში გასუსული. მოკლედ, 27-ში გავიგებთ ევენთზე.