რას გვიჩვენებს დღეს Apple?

დღეს Apple-ი ატარებს თავის მორიგ „მუსიკალურ“ ღონისძიებას, რომელზეც ველოდებით ახალი პროდუქტების წარმოდგენას. რატომ ვართ ასე დარწმუნებულები? ამაზე რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • ოქტომბერი-დეკემბერი — ყველაზე წარმატებული თვეებია iPod-ების გაყიდვებისათვის, შესაბამისად სრულიად ლოგიკურია საპროდუქტო ხაზის განახლება ამ დროისათვის;
  • ღონისძების დასახელება — მუსიკალურია, „It’s only rock-n-roll!“, ასე რომ ეს დამატებითი მინიშნებაა, რომ საუბარი Apple-ის მუსიკალურ პროდუქტებზე იქნება.

თუმცა არის იმედი, რომ iPod-ების გარდა, გვაჩვენებენ რაიმე მნიშვნელოვანსა და საიდუმლოს, იმის გათვალისწინებით, რომ Apple-მა ამ წელს საერთოდ გადაკეტა ჭორების „საინფორმაციო ონკანი“. კითხვები, თუ რა იქნება ნაჩვენები, საკმაოდ ბევრია და ზოგიერთ მათგანზე პასუხი საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა ჯონ გრუბერმა თავის სტატიაში, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

დადის ჭორები, რომ  Apple-ის „საიდუმლო განყოფილება“ გააფთრებით მუშაობს მას შემდეგ, რაც სამშაოს დაუბრუნდა „ის, ვიზეც არ საუბრობენ“. ამის დამატკიცებელ საბუთად გამოდგება ის ფაქტი, რომ მე თითქმის არაფერი არ ვიცი დღევანდელი ღონისძიების შესახებ. ის რაც მე ვიცი, ყველამ იცის: წარმოდგენილი იქნება ახალი iPod-ები. ეს ყველამ იცის, ვინაიდან ამ პროდუქტსი ანონსი ასეთი სახის ღონისძიებებზე ყოველთვის ხდება 2001 წლისან მოყოლებული. ყველაზე მნშვნელოვანი iPod-ი, touch-ი მიიღებს კამერას და მგონია რომ iPhone 3GS-ს იქნება მიმსგავსებული პროცესორის სიჩქარეში და მეხსიერებაში. სამი ზომა 16/32/64 199/299/399 დოლარად. iPhone OS – ეს iPod-ის მომავალია. Nano-ც მიიღებს კამერას. Classic-ი ალბათ ჯერ არ გაქრება – ვფიქრობ, მას მეხსიერების მოცულობას გაუზრდიან 120-დან 160 გიგაბაიგტამდე, ხოლო ფასი უცვლელი დარჩება – 249 დოლარი.

ეს დაახლოებით ისაა, რაშიც შემიძლია დარწმუნებული ვიყო. მაგრამ არის აგრეთვე სხვა საინტერესო რამეებიც.

NANO – მე გავიგე ორი ჭორი, რომლებშიც დარწმუნებული 100%-ით ვერ ვიქნები, თუმცა მაინც უნდა ავღნიშნო. ჯერ ერთი ის, რომ  Apple-მა შეიმუშავა რაღაც ზესაიდუმლო მასალა Nano-ს კორპუსისათვის. წარმოდგენა არა მაქვს, თუ რა არის ეს. მეორეც, Nano მიიღებს ჩადგმულ FM რადიოს. ეს უცნაურად ჟღერს, რადიოს არარსებობა iPod-ებში ყოველთვის წუწუნის მიზეზი იყო, თუმცა ახლა აღარავინ წუწუნებს. რატომაც არა?

SHUFFLE – მე მგონია, რომ Shuffle-ის მიმდინარე, უღილაკო ვერსიამ ვერ გაამართლა იმედები. ვერაფერს უცნაურს ვერ ამჩნევთ iPod Shuffle-ის გვერდზე Apple-ის ვებ-გვერდზე? Apple-ი კვლავინდებულად ყიდის ძველ მოდელს. და არა იმიტომ, რომ დარჩენილი მარაგები გაასაღოს. ისინი კვლავაც აწარმოებენ ძველ მოდელს. ასე რომ ძველ მოდელზე მოთხოვნილება აშკარად არის ახალი დიზაინის ჩავარდნა. ვფიქრობ, რომ Apple-ი დღევანდელ ღონისძებაზე ამ მოწყობილობის ახალ დიზაინს შემოგვტავაზებს, შეიძლება ღილაკითაც კი.

STEVE JOBS – მე იმედი მაქვს, რომ ის დღეს სცენაზე გამოჩნდება, მაგრამ მგონია, რომ ალბათ არ გამოჩნდება. თუ არ იქნება, პრესას მიეცემა ფიქრის და განსჯის მასალა. ასე რომ, ან ერთი, ან მეორე.

ITUNES9 – ჭორები iTunes 9-ის გარშემო უკვე არსებობს და ეს ეხება მის ინტეგრაციას სოციალურ ქსელებთან. მე მაინტერესებს სხვა რამ: მაკ-ვერსია კვლავაც 32 ბიტიანი იქნება და თანაც Carbon-ზე დაწერილი? საღი აზრი მკარნახობს, რომ კი, მაგრამ იგივე საღი აზრი ასევე მკარნახობს, რომ ქვედა დონის ფრეიმვორკის დაგაწერას აზრი არა აქვს. ეს ხომ აშკარაა: მომავალი 64 ბიტიანი აპლიკაციებისაა, მისკენ გზა კი მხოლოდ Cocoa-ზე გადის, ასე რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

რა გამოარჩევს iTunes-ს Apple-ის სხვა პროდუქტებისაგან? ის, რომ აღნიშნული აპლიკაცია არა მარტო მაკსითვისაა, უფრო მეტი მომხმარებელი ყავს Windows-პლათფორმაზე, მაგრამ მისთვის არ არსებობს Cocoa-ს 64 ბიტიანი გაშვების გარსი. ასე რომ ჩემი წინასწარმეტყველება ასეთია: რაღაც მომენტში iTunes-ს გადაწერენ WebKit-ის გამოყენებით ინტერფეისისათვის. მე არ ვამბობ, რომ iTunes-ი ვებ-ბრაუზერი გახდება, უბრალოდ ინტერფეისი შეიქმნება WebKit-ის გამოყენებით.

COCKTAIL – სხვათაშორის, WebKit-ის გარდა არსებობს Coctail-ი, ეს არის ალბომების მულტიმედიური ფორმატი, რომელზეც მრავალი ჭორები არსებობს და რომელიც Apple-მა შეიძლება დღეს წარმოგვიდგინოს. იდეა იმაშია, რომ შეიქმნას „კოლექციების“ ახალი ფორმატი, სადაც სიმღერების მარტო დასახელება არ შედის. მასზე შეიძლება აიგოს ისეთი პლათფორმა, რომელიც ყველგან იქნება მხარდაჭერილი, Mac OS X-ზე, Windows-ზე, iPhone OS-ზე, Apple TV-ზე (განახლების შემდეგ) და 2010 წლისათვის დაგეგმილ ახალ პლანშეტზე. ეს ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საფუძველი იქნება HTML-ი, CSS-ი და JavaScript-ი.

პასუხი ნათელია: WebKit.

ვფიქრობ, რომ Cocktail-ი იქნება Dashboard-ის მსგავსი რამ, ოღონდ შემდეგი თაობის.

წყარო