რატომ გვჭირდება სტივ ჯობსი ყველას?

კვირას, როგორც ყოველთვის, ნათარგმნი სტტიით დავიწყებთ. დენიელ ალიონსი Newsweek-იდან დიფირამბებს უმღერს სტივ ჯობს. მორიგ სტატიაში დენიელი ცდილობს აუხსნას საზოგადოებას, თუ რატომ სჭირდება ეფლს სტივ ჯობსი. საუბარი მიდის არა იმაზე, რომ სტივის გარეშე ეფლი დაიბრიდება, არამედ იმაზე, რომ თუ რატომაა საჭირო სტივი კომპანიის მომავლისათვის.

მე ახლახანს ერთი საათი გავატარე Apple Store-ში რიგში ახალი აიფონის საყიდლად. არ მჭირდება, მაგრამ მაინც ვიყიდე ახალი iPhone 3GS-ი. ამის გარდა, მე მაქვს შარშანდელი მოდელი, 3G, აგრეთვე Newsweek-ის მიერ მოცემული BlackBerry, მარტივი ნოკია და და ახალი Palm Pre, რომელიც მომცეს ტესტირებისათვის. რატომ გავაკეთე ასე? ახალ აიფონს უფრო მძლავრი პროცესორი აქვს, უკეთესი კამერა, ვიდეოს გადაღების ფუნქციით. ასევე მეტი მეხსიერება. მაგრამ სინამდვილეში, მე ეს გავაკეთე იმიტომ, რომ მჯერა, რომ რაც არ უნდა გამოუშვას Apple-მა, მასზე დახარჯული თანხა წყალში გადაყრილი არ გამოვა. მე ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ყოველთვის მსურდა ეფლის ბოლო მოდელების ქონა. საქმე რაშია, – კომპანიამ და მისმა ლოიალურმა მყიდველებმა (ჩემნაირებმა) დავდეთ ხელშეკრულება: კომპანია უშვებს აუმჯობესებს თავის პროდუქტებს ფანტასტიური ტემპებით, ამავდროულად კლავს თავის პროდუქტებს. ამის სანაცვლოდ ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ.

ამასობაში ზოგიერთს უჩნდება კითხვა, ხომ არ იქნება უკეთესი, რომ სტივ ჯობსი საერთოდ არ დაბრუნდეს სამსახურში ბიულეტენიდან? ჯობსი, Apple-ის შორსმჭვრეტელი ხელმძღვანელი შვებულებაში იყო ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბოლო 6 თვის განმავლობაში, მას ღვიძლი გადაუნერგეს. მალე ის დაუბრუნდება სამუშაო ადგილს, მაგრამ არსებობენ ცალკეული პიროვნებები, რომლებსაც სურთ, რომ ის არ დაბრუნდეს სამსახურში. კერძოდ, გასულ კვირას Wall Street Journal-ში იყო ამის მსგავსი სტატია. ერთ-ერთი ანალიტიკოსი წერდა, რომ ტიმ კუკი უკეთ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. სტივს არყოფნის განმავლობაში აქციების ფასმა 60%-ით მოიმატა, კომპანიამ სამ დღეში გაყიდა 1 მილიონი ახალი აიფონი. მაშ ვის სჭირდება სტივ ჯობსი? თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენად რთულია მასთან ურთიერთობა, მისი ანჩხლი ხასიათის გამო. მან შექმნა კორპორატიული კულტურის უცნაური სახეობა, რომელიც გამოირჩევა დაფარულობით საერთოდ ყველა საკითხის შესახებ.

ავტორი ტაიმსიდან ჯო ნოსერა კიდევ უფრო შორს წავიდა და დაწერა, რომ თუ ჯობსი და დირექტორთა საბჭო არ აუხსნიან საზოგადოებას სტივის ჯანმრთელობის შესახებ დეტალურად, ისინი იქნებან დამნაშავენი „თანამდებობის ბოროტ გამოყენებაში“ და დასათხოვნი იქნებიან.

კარგი. ღრმად ჩავისუნთქოთ, დავმშვიდდეთ. მოდით ვაღიაროთ, რომ ჯობსი მართლაც ძალიან რთული პიროვნებაა. ჩვენს უმრავლესობას არ აქვს სურვილი მასთან მუშაობისა. ის განებივრებულია, ქედმაღალია და მას საშინელად ანჩხლი ხასიათი აქვს. მაგრამ ამავდროულად ის გამოჩენილი ადამიანია. რიგები ეფლის მაღაზიებში? ისინი ტიმ კუკს არ შეუქმნია. არც ფილ შილერს და არც რონ ჯონსოსნს. არა ეს ყველაფერი სტივის დამსახურებაა. მხოლოდ მას აქვს მომავლის ხედვა, რაც აღაფრთოვანებს ეფლის ფანატებს.

კუკი – კარგი მმართველია, როდესაც საუბარი მიდის კონკრეტული ბიზნეს-პროცესების მართვაზე. ის ძალიან სჭირდება ეფლს. ჯობს არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც კუკს. მაგრამ არც კუკს შეუძლია იმის გაკეთება, რასაც აკეთებს სტივი. საქმე იმაშია, რომ ორივე სჭირდება ეფლს.

ეფლის – ეს სტივია, სტივი კი – ეფლი. მსოფლიოში არცერთი ხელმძღვანელი არაა იმდენად საჭირო თავისი კომპანიისათვის, როგორც სტივი. მე კიდევ უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ მარტო Apple-ს არ სჭრიდება ჯობსი, ის სჭირდება მთელ მსოფლიოს. ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიური ინოვაციების სისწრაფე ისეთი ტემპებითაა დაჩქარებული, რომ ჩვენ ყველანი გაოგნებულები ვართ, ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვინც შეძლებს ახალი ტექნოლოგიის შესაბამისად შეფუთვას, ყველასათვის ხელმისაწვდომად გახდომას და ისეთი სახით მორთმევას, რომ ყველასათვის მარტივი, სასარგებლო და საიმედო მოსახმარი გახდეს. რამდენი ნივთი მუშაობს თქვენ ცხოვრებაში ისევე კარგად, როგორც თქვენი მაკი, აიპოდი ან აიფონი?

დიახ, მე დღეს რიგში ვიდექი საათზე მეტი ხანი ახალი აიფონის შესაძენად. და როგორც კი ვიყიდე, შევიყვანე ინფორმაცია MobileMe-ს ჩემი ანგარიშის შესახებ. და იმავწუთს მთელი ჩემი ფოსტა, კალენდრები, სანიშნეები ჩამოიღვარა ტელეფონში. წამებში. უპრობლემოდ.

მერე მე დავრბუნდი ოფისში და შევეცადე დამეწერა ეს სტატია PC-ზე, რომელზეც აენია Windows 7-ის ბეტა-ვერსია. დავწერე აბზაცი და პისი დაიქრეშა უმიზეზოდ. თავიდან დავიწყე, ისევ ავკრიფე აბზაცი და კომპიუტერი გაშეშდა. აქ უკვე დავნებდი და სტატიის წერა განვაგრძე Apple Macbook Pro-ზე, ძვირადღირებულ, მაგრამ საიმედო ნოუთბუკზე, რომელზეც ისეთი ოს-ი მუშაობს, რომლის დაქრეშვა მე არ მახსენდება. წარმოდგენა არა მაქვს, რატომ მუშაობს ერთი ოს-ი კარგად, ვიდრე მეორე, იმის გარდა, რომ საჭიროა ხელმძღვანელად ვინმე ისეთი, რომელიც ეტყვის პროგრამისტებს – წადით და უკეთ გააკეთეთ. და ეს, მეგობრებო, ზუსტად ის მიზეზია, თუ რატომ სჭირდება ეფლს სტივ ჯობსი.