რატომ იმარჯვებს Apple ყოველთვის

მოდით კვირა დავიწყოთ სტივ გილმორის ერთგვარად პროვოკაციული სტატიით TechCrunchIT-იდან, სადაც ის აღფრთოვანებულია ეფლის მორიგი გამარჯვებით (იგულისმება შესანიშნავი ანონსები WWDC-ზე). როგორც უკვე ყველამ იცით, წარმოდგენილია უამრავი ახალი პროდუქტი, მათ შორის ახალი აიფონი.

ასეა თუ ისე, მოდით გავეცნოთ სტივის სტატიას.

დღეს არ ყოფილა რეალობის გამრუდების ველი არსად. უბრალოდ იყო რეალობის ველი. გინდათ ვიდეო? მიიღეთ. გინდათ, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ ვიდეო? კი ბატონო. გინდათ ვიდეოს ჩასწორება QuickTime Pro-ს ჩატვირთვის გარეშე? რაზეა საუბარი! გინდათ, რომ ვიდეოს მენიუ და სანავიგაციო ხელსაწყოები არ ჩანდნენ? მორჩა, გაქრნენ. გინდათ, რომ დაბრუნდნენ? ა, ბატონო.

თქვენ გინდათ, რომ დაკარგული აიფონი იპოვნოთ, თუ დაკარგეთ, იმ შემტხვევაშიც კი თუ „წყნარ“ რეჟიმზე გაქვთ გადართული. მაშინ გაწევრიანდით MobileMe-ში, შედით ვებ-გვერდზე, დახედეთ რუქას, დააჭირეთ ღილაკს „დარეკვა“ და ტეელფონი გემრიელად დასჭექავს! აქამდე ამ სერვისით სარგებლობა არ იყო სახარბიელო (ვერ დავეთანხმები სტატიის ავტორს. მე ძალიან მადგება ეს სერვისი საქართველოშიც კი.), მაგრამ ეხლა ნადმვილად გიღირთ ამ სერვისის აღება.

თვქენ მოგწონთ [Palm] Pre? აი მაშინ თქვენ 3G 99 დოლარად. ეფლს არც კი სჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ ბრძლოაში გამარჯვებული გამოვიდეს. სერიოზულად, ვინაა ის ტიპი Google-იდან, რომელიც არ გამოვიდა და არ მიაქცია ამ საკითხს ყურადღება? არა აქვს მნიშვნელობა, Apple-ი სულერთია გაიმარჯვებს. ყველაზე სასაცილო იმ დილას ის იყო, რომ ფილ შილერმა tethering-ის ფუნქციის მზადყოფნა 22 პარტნიორ-ოპერატორთან დაადასტურა 42 ქვეყანაში. მოიცათ, მოიცათ… მას არც კი უთქვამს AT&T, ყველამ ისედაც გაიცინა.

Apple-მა ოპერატორები დააშინა. შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ ვიწროვდება მარყუჟი AT&T-ის გარშემო, ექსკლუზიური ხელშეკრულების ვადის გასრულების მოახლოებით. თუ გავითვალოსწინებთ Pre-ს და G2-ის გამოსვლას, ისინი საკმაოდ სწრაფად დაეწევიან სხვა ოპერატორების საშუალებით, ხოლო მერე… რას იტყვით 3G-ზე 99 დოლარად და 1 მილიარდ ჩამოქაჩვაზე App Store-დან? ვინ ვიზე იცინის ამ შემთხვევაში? ჰო, ეფლმა მობილური ბრაუზერებიც გააქცია. HTML5, 2-3-ჯერ უფრო სწრაფი Safari, HTTP აუდიო და ვიდეო ტრანსლაცია.

Bluetooth-ის საშუალებით ახლოს მყოფი მოწყობილობების ძებნა. ბავშვები, რომლებიც თამაშობენ ქსელურ თამაშებს ორ აიფონზე. სანავიგაციო ნაკრები TomTom-ი, დიდი დინამიკით და წინასწარი ვიდეო-დათვალიერებით. დააჭირეთ ღილაკს ტელოფონზე და განბლოკეთ დაქირავებული ZipCar-მანქანა (მანქანის იჯარის მოსახერხებელი სქემა აშშ-ში). iPhone-ი – აისბერგის კენწეროა, ჩვენი უნივერსალური სამართავი პულტი, ახალი შესაძლებლობებით და განახლებებით.

და ყველა ეს სიახლე არ ჩანდა როგორც სიგიჟე, არამედ როგორც ლოგიკური: ახალი ტელეფონი, 1000 ახალი API, დასრულებული Snow Leopard-ი, MacBook Air-ი 1499 დოლარად, 700 დოლარიანი ფასდაკლება SSD-მატარებელზე. 7 საათიანი ლითიუმ-პოლიმერული აკუმულატორი, რომლის დამუხტვა 1000-ჯერ შეიძლება. და ახალი ოს-ი სულ რაღაც 29 დოლარად.

უცაბედად მომავალი საგნების კონტურები მიმდინარედ იქცა.  iPhone — ეს კლიენტია, MacBook – სერვერი. და თქვენ შეგიძლიათ მიიტანოთ ის ოფისში და მიუერთოთ კორპორატიულ Exchange სერვერს ღილაკის ერთი დაჭერით. ეფლის მიერ დეველოპერების და მომხმარებლების მძევლად აყვანის შიში არასოდეს ისეთი გადამეტებული არ ყოფილა, როგორც ახლა. Apple-ის წინ მოძრაობა და მის მიერ ბაზრის მოთხოვნების სიღრმისეული გაგება, არამარტო წინ აყენებს კომპანიას კონკურებისგან განსხვავებით, არამედ ქმნის ამ ბაზრებს, რომლებსაც ის ხვალ შეავსებს პროდუქციით. ბაზარმა შეიძლება ცოტათი უკან დაიხია სტივის არგამოჩენის გამო, მაგრამ სტივმა და კომპანიამ უკეთ იციან.