როგორ გავზარდოთ სპიკერების ხმა iPhone-ში? უნდა გავხვრიტოთ!

გეჩვენებათ, რომ თვქენი iPhone-ი ძალიან ხმადაბალია? ზოგიერთმა მფლობელმა გადაწყვიტა კარდინალურად შეეცვალა მდგომარეობა. ქვემოთ აღწერილი მეთოდი ტელეფონს საგარანტიო მომსახურებას უკარგავს, მაგრამ ჩვენ ეს ხომ არ გვაღელვებს? ვებ-რესურსის www.engadget.com ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემოგვთავაზა ხმის დონის მომატებისათვის ფრიად უჩვეულო მეთოდი. ეს ხელმარჯვე ოსტატი (ცუდი არაფერი იფიქროთ!) გვთავაზობთ გავხვრიტოთ სპიკერის პლასტიკატის ზედაპირი ნემსით.

თუ ამის შემდეგ სპიკერი კიდევ იმუშავებს (შესაძლოა რომ საერთოდ მოკვდეს), ხმის დონა როგორც მინიმუმ 40 პროცენტით გაიზრდება. თუ არ გსურთ ნემსების ჩხვლეტა ტელეფონში, მაშინ ასე მოიქეცით:

  • იპოვნეთ ფაილი SystemSoundMaximumVolume საქაღალდეში /System/Library/Frameworks/Celestial.framework/
  • შეცვალეთ მნიშვნელობა 0.7-დან 0.99-ზე
  • გამორთეთ და ხელახლა ჩართეთ ტელეფონი