თუ გავითვალისწინებთ iPod-ში და iPhone-ში აკუმულატორის გამოცვლის თავისებურებებს, რთული არაა მივხვდეთ, რომ ახალი ზეთხელი პორტატული კომპიუტერის აკუმულატორის გამოცვლისათვის საჭირო იქნება მისი გადაგზავნა სერვის-ცენტრში. სამწუხაროდ ეს შიშები გამართლდა: Apple-ის განცხადებით, აკუმულატორის გამოცვლა MacBook Air-ში დაჯდება $129, საჭიროებს კომპიუტერის გადაგზავნას და დასჭირდება 5 სამუშაო დღე.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეცვლის პროცედურა არაა ისეთი ძნელი, როგორც iPod -ში ან iPhone-ში. AppleInsider-ის ინფორმაციით, ამ ოპერაციის ჩასატარებლად, საკმარისია გქონდეთ მხოლოდ ერთი სახრახნისი. ჭანჭიკების მოშვების შემდეგ, რომლითაც მაგრდება კომპიუტერის ქვედა ნაწილი, თქვენ გეხსნებათ წვდომა აკუმულატორის განყოფილებასთან. უშუალოდ ლითიუმ-პოლიმერული ბატარეა (მოცულობა – 37 ვტ/სთ) იმავე სახრახსნისით იხსნება და აძვილად სძვრება პლატას, ვინაიდან მირჩილული არაა, არამედ გააჩნია სპეციალური ჩამრთავი.
ოპერაციის სიმარტივის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უახლეს ხანში სხვა მწარმოებლების მიერ დაიწყება აკუმულატორების დამზადება MacBook Air-ისათვის შეცვლის პროცედურის დაწვრილებითი აღწერილობით.
წყარო: AppleInsider